in

„ლოგიკმეტრი“ – გაძლიერებული მათემატიკის სასწავლო ცენტრი

ლოგიკმეტრი“ გაძლიერებული მათემატიკისა და წიგნიერების სასწავლო ცენტრია. 2014 წელს, ჯერ ელექტრონული სასწავლო პლატფორმა logicmeter.com დაარსდა. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მომხმარებლებთან კომუნიკაციისას და უკუკავშირის მიღებისას აღმოჩნდა, რომ სჭირდებოდათ ცენტრი პორტალის მსგავსი კონცეფციით. მათივე თქმით, კომპანიის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება და მასთან ერთად გუნდიც მუდმივად მუშაობს, რომ მომხმარებელს, რაც შეიძლება, ინოვაციური და თანამედროვე სერვისი შესთავაზონ.

BOG
BOG

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=r85LVuNA7NY[/embedyt]

 

ცენტრში 4 წლიდან 14 წლის ჩათვლით მოსწავლეებს იღებენ. სასწავლო პროცესი კი სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს:

„ჩვენთან არის გაძლიერებული მათემატიკისა და წიგნიერების კომბინირებული კურსი. ასევე ვასწავლით მათემატიკას ინგლისურად. ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლა და მულტინაციონალურ კომპანიებში მუშაობა ადამიანისგან მნიშვნელოვან უნარებს მოითხოვს, რისთვისაც მომზადება პატარა ასაკიდან იწყება. SAT, GMAT და მსგავსი სპეციალიზებული ტესტების ჩაბარება დღითიდღე გარდაუვალი ხდება. გარდა ამისა, STEM (Science, Technology, Engineering, Math) ფიზიკური და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები ეჩვევიან შემოქმედებით აზროვნებას და პოულობენ სხვადასხვა გზას თავიანთი პოტენციალის გამოვლენისთვის. ეს მიდგომა აღვივებს ინტერესს მეცნიერების, ტექნოლოგიების, „ინჟინერინგისა“ და მათემატიკის მიმართულებებით (STEM). ასევე, ჩვენს მოსწავლეებს აქვთ მათემატიკის ინდივიდუალური გაკვეთილები. აღსანიშნავია, ცენტრში არის როგორც მთელი წლის მანძილზე განაწილებული სწავლება, ისე საზაფხულო კურსი. საზაფხულო კურსები 3 კვირიანია და 18 ივნისიდან იწყება. ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სასწავლო ცენტრი და Math Café (მათემატიკური კონცეფციის კაფე) დელისის #2- ში მდებარეობს“.

როგორც „ლოგიკმეტრის“ დამფუძნებლები ამბობენ, ცენტრს, სხვა სასწავლო დაწესებულებებისგან, რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევს:

„ გვაქვს მათემატიკისა და წიგნიერების ინოვაციური სასწავლო ვებგვერდი, მილიონამდე ამოცანა და ტესტი, რომელიც უნარების მიხედვითაა დახარისხებული. სწავლის პროგრესს ტექნოლოგიების გამოყენებით ვაკვირდებით და ვაქვეყნებთ ყოველკვირეულ ელექტრონულ ანგარიშებს, ონლაინ სტატისტიკას, მეთოდისტის დასკვნებს და კვარტლის ბეჭდურ ანგარიშებს. აქვე აღსანიშნავია, რომ გვაქვს  მოსწავლის ცოდნის შეფასების თანამედროვე მიდგომა, მშობლებთან ვმართავთ ინდივიდუალურ კონსულტაციას. დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, თითოეული გაკვეთილი წინასწარ დამუშავებული სცენარით ტარდება, გვაქვს ასაკის მიხედვით მცირე და მობილური ჯგუფები, სწავლების პროცესში ვიყენებთ თვალსაჩინო ინსტრუმენტებს და გვაქვს თანამედროვე, მეგობრული გარემო“.

[R]

თანამედროვე თუშეთის თანამედროვე მითოლოგია – დათო სიმონიას თუშური ზღაპრები

ქართული სტარტაპები და კერძო კომპანიები გლობალურ ღონისძიებაზე – Startup GRIND ლონდონში