12
Feb
2019

ლოგოს დიზაინის ტენდენციები 2019 წელს

12 Feb 2019

​Digital Synopsis, რომელიც საზოგადოებას მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ნამუშევრებს აცნობს, ლოგოს დიზაინის 2019 წლის ტენდენციებზე წერს. რა შტრიხები და დეტალები უნდა გაითვალისწინონ დიზაინერებმა, რომ მაქსიმალურად ტრენდული ნამუშევრები შექმნან?!

 

2019 წელს, ლოგოს დიზაინში ძალიან მნიშვნელოვანია სიმარტივე. მაგალითისთვის კი, ​Digital Synopsis, მსოფლიო ბრენდების შეცვლილ ვიზუალებს აქვეყნებს.

წელს, დიზაინერებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დეტალებს. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ელემენტის ცვლილება ლოგოს უფრო აღქმადსა და დასამახსოვრებელს ხდის.

​Digital Synopsis-ის ექსპერტები ამბობენ, რომ 2019 წელს ძალიან ტრენდულია წარწერები, ანუ ლოგოები ნახატის/პრინტის გარეშე, მხოლოდ ტექსტით.

ასევე, ძალიან კარგია დეტალებზე ხაზგასმა, მათზე აქცენტის გაკეთება. მაგალითად, სხვა შრიფტით ან ფერით გამოყოფა.

სპეციალისტები თვლიან, რომ ლოგოს დიზაინერებმა, ვიზუალური ეფექტის მოსახდენად, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ფერების გრადაცია.

როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს ძალიან ტენდენციურია ნეონის ფერების გამოყენება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვერტიკალური ლოგოები ძალიან ეფექტურია და დიზაინერებს ურჩევენ, წელს სწორედ ასეთი ვიზუალები შექმნან.

ასევე, ყურადღება მიაქციონ კუთხეებს. მათი აზრით, ოთხკუთხა და მრუდე ლოგოები, 2019-ში ძალიან ტრენდულია.

​Digital Synopsis-ის ცნობით, წელს ტენდენციურია წრეებით შექმნილი ლოგოები.

ასევე, ძალიან ტრენდულია ზოლები, რომელიც ლოგოს იმპრესიულსა და დინამიკურს ხდის.

2019 წელს, ექსპერტები, ლოგოს დიზაინერებს „ხელით დახატული“ ვიზუალების შექმნას ურჩევენ.

ტრადიციული ღირებულებების დემონსტრირებისთვის, 2019 წელს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძალიან კარგი იქნება ჰერალდიკის ელემენტების გამოყენება.

მათი თქმით, ასევე, ძალიან ტრენდულია თხელი ხაზები და დახვეწილი დეკორაციები.

განხილვა