ალბათ, ერთ დიზაინერს ვერ იპოვით მსოფლიოში ისეთს, რომელსაც ამ ფრაზის მოსმენის არ ეშინია: „შეგიძლია, ლოგო გამიდიდო?“… სწორედ ამ საგათი გადაწყვიტა ახლა კანვამ თამაში და სათქმელი ლონდონის ბილბორდებზე გადმოიტანა. გვაჩვენა, რომ რეალურად ლოგოს გადიდება შესაძლებელია, მაგრამ ეს „ძვირად“ შეიძლება დაუჯდეთ — ერთ ბილბორდზე კანვას ლოგო აღარც ეტევა, ხოლო მეორეზე ჩარჩოებს სცდება…
ამ ამბის ავტორი, კანვასთან ერთად, Stink Studios და OMD გახლავთ. დანარჩენი კი თავად შეაფასეთ და დაფიქრდით, ღირს თუ არა ლოგოს გადიდებაზე ფიქრი…