ავტობლოგერმა ნიკა აბაშიძემ, ცოტა ხნის წინ, youtube არხისთვის ლოგოს განახლების სურვილი გამოთქვა. ამ ამბავს გამოეხმაურა 9 წლის ოთარი, რომელმაც ავტობლოგისთვის ლოგოს მისეული ვერსია შექმნა. ნამუშევარმა ნიკას მოწონება დაიმსახურა და ავტობლოგერმა გადაწყვიტა ეს შეთანხმება ოთარისთვის დასამახსოვრებელ მოვლენად ექცია. ამისათვის, საგანგებოდ მოაწყო ხელმოწერის ცერემონია და ამას თავისი ვლოგიც მიუძღვნა. ნახეთ, როგორ დაიწყო ეს ამბავი და როგორ იქცა პატარა ოთარის ნამუშევარი ავტობლოგის სიმბოლოდ.
ნიკა აბაშიძე: „ლოგო ვიყიდე – ავტორი 9 წლისაა“













