ბევრი მსხვილი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მისი ლოგო, რაც შეიძლება მეტად დასამახსოვრებელი, ორიგინალური და მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი იყოს. ასეთი პრიორიტეტების დროს, ყველაზე მთავარი ლოგოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებში იმალება, რომლებსაც საზოგადოება ხშირად ხედავს, მაგრამ ძირითადად შეიძლება ვერც კი ამჩნევს.
FedEx-ის ლოგო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია თავისი დაშიფრული გზავნილით. თუ კარგად დააკვირდებით მაშინ აუცილებლად შეამჩნევთ “E”-სა და “x”-ს შორის ისარს, რომელიც ბრენდის ჩანაფიქრით მისი მომსახურებების სისწრაფეს და სიზუსტეს აღნიშნავს.
Hope for African Children Initiative არის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს აფრიკელ ბავშვებზე და იცავს მათ უფლებებს. კომპანიის ლოგოზე ბავშვის და უფროსი ქალის გამოსახულებებს შორის მთლიანად აფრიკის კონტინენტის ფორმაა შემოხაზული.
Yoga Australia-ს ლოგოს შემთხვევაში, ხელსა და ფეხს შორის გარკვევით იკვეთება უშუალოდ ავსტრალიის კონტინენტის ფორმა.
Amazon-ს საკმაოდ მარტივი ლოგო აქვს, რომელიც ბრენდის შესახებ სრულ ინფორმაციას მარტივად იძლევა. ისარი, რომელიც “A”-დან და “Z”-მდე მიუთითებს, აღნიშნავს პროდუქციის მრავალფეროვნებას.
Sony Vaio-ს ლოგოს პირველი ორი ასო ტალღისებურად აღნიშნავს მიწოდების სიგნალს, ხოლო ბოლო ორი ასოთი ორობითი კოდია მოცემული 1-სა და 0-ის კომბინაციით.
Unilever-ის ლოგო მისი მრავალფეროვანი პროდუქციის ნათელი მაგალითია. გარდა ამისა, გულის ფორმა ნიშნავს სიყვარულსა და მზრუნველობას, ჩიტი კი თავისუფლებას განასახიერებს.
თუ Formula 1-ს ლოგოს კარგად დააკვირდებით, ასო F-სა და წითელ ფორმას შორის, აუცილებლად დაინახავთ ციფრ 1-ს.
Sun Microsystems-ის ლოგოში სიტყვა Sun-ი კვადრატის ყველა მხრიდან იკითხება.
ხარისხიანი საბურავების მწარმოებელი ბრენდის Continental ლოგოში მარტივად გასარჩევია მისი პროდუქციის ფორმა.
Toblerone შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარული ბრენდი, რომლის ლოგოც ასახავს ქვეყნის მთიან რელიეფს. ასევე, მთის ფორმაში დათვის სილუეტიც იკვეთება, რადგან ქალაქს, სადაც პროდუქცია მზადდება, “დათვების მხარეს” უწოდებენ.
უგემრიელესი ნაყინების მწარმოებელი კომპანიის Baskin Robbins ლოგო მასში ციფრ 31-ს მოიცავს, ეს იმიტომ, რომ ბრენდი სწორედ ამდენ განსხვავებულ გემოს სთავაზობს მომხმარებელს.
Carrefour-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ევროპული სავაჭრო ქსელია. მისი ლოგო საფრანგეთის დროშის ფერებშია შესრულებული და ასევე იკითხება სახელწოდების პირველი ასოც.
Greenlabs-ის ლოგოზე გამოსახულია ხე და ასევე თავის ტვინის ფორმაც, რომელიც მისი თანამშრომლების მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს.
BMW-ს ისტორია ავიაციით იწყება და ბრენდიც თავისი ფესვების ერთგული ბოლომდე რჩება. კომპანიის ლოგოს ცენტრი 2 მნიშვნელოვან სიმბოლოს განასახიერებს: ერთი, რომ ის მბრუნავი ფრთების მსგავსია და გარდა ამისა, ბავარიის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
Apple-ის ცნობილი ვაშლის შექმნა არც ისე მარტივი პროცესი იყო, როგორც თავად ლოგოს დიზაინერი რობ იანოვი იხსენებს, მას ვაშლით სავსე ერთი დიდი პარკის შეძენა დასჭირდა და საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ ლოგოს ფორმა მაქსიმალურად გაემარტივებინა. რაც შეეხება მოკბეჩილ ადგილს, ის, როგორც byte ისეა ჩაფიქრებული, რაც წარმოითქმის, როგორც bite (en: კბენა).
Mercedes-Benz-ის ლოგო პირველ რიგში ბრენდის თავდაჯერებულობას და სრულყოფილებას აღნიშნავს. ხოლო, რაც შეეხება სამქიმიან ვარსკვლავს ის მიწაზე, ჰაერსა და წყალზე მიუთითებს, ეს იმიტომ, რომ კომპანიის ავტომობილები ყველგან საუკეთესოა.