in

„კონტრაქტორი“ – ახალი ბრენდი ლოიალტესგან

2021 წლის დასაწყისში აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტემბაზარზე ახალი შვილობილი ბრენდი – კონტრაქტორიწარადგინა. კონტრაქტორი იურიდიული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით კვალიფიციურ იურიდიული სერვისებს სთავაზობს.

BOG
BOG

იურიდიული მიმართულება ლოიალტეში უკვე 2 წელზე მეტია არსებობს და საწყის ეტაპზე, მიმართულება სატესტო რეჟიმში  შევქმენით იმისთვის, რომ არსებული კლიენტებისთვის სხვა სერსვიებთან ერთად იურიდიული მომსახურებაც შეგვეთავაზებინა. თუმცა, მომსახურებაზე მოთხოვნა და კლიენტების მხრიდან ლოიალობის მაჩვენებელი იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ იურიდიული მიმართულება ჩამოგვეყალიბებინა დამოუკიდებელ ბრენდად, რომელიც იქნება თვითკმარი და განვითარებადი“ – განაცხადა „ლოიალტეს“ მმართველმა პარტნიორმა გიგა ფაიქიძემ ჩვენთან საუბრისას.

„კონტრაქტორის“ სერვისები მორგებულია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქტორთან თანამშრომლობა ავტომატურად გულისხმობს „ლოიალტესა“ და მის შვილობილ ბრენდებთან (erudio, hiro) თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ ნიშნავს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობას მათ ყველა მომსახურებებზე. ასევე, კლიენტის მოთხოვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემთხვევის შეფასება ხდება არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ფინანსური, საგადასახადო და ბიზნეს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პერსპექტივიდან, რაც კიდევ უფრო კომფორტულს და ღირებულს ხდის ამ თანამშრომლობას.

„კონტრაქტორის“ გუნდში წარმოდგენილია ღრმა აკადემიური ცოდნისა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტები, რომლებიც გარდა ტექნიკური იურიდიული სამუშაოებისა, მომხმარებელს საკონსულტაციო მომსახურებასაც უწევენ. ასევე, კომპანიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდა, დამწყები იურისტების მოზიდვას და სტაჟირების პროგრამა ამ მიმართულებით მუდმივად აქტიურია.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა თავის სფეროში. კომპანია დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია 2 ოფისით – სათაო ოფისი თბილისში და რეგიონალური ფილიალი აჭარაში, ბათუმში. „ლოიალტე“ მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან აუდიტორულ, საკონსულტაციო და აუთსორსინგულ სერვისებს, ასევე ფლობს სამ შვილობილ ბრენდს: erudio/ერუდიო – ლოიალტეს საგანმანათლებლო მიმართულება; hiro/ჰირო – დასაქმების ინოვაციური პლატფორმა და contractor/კონტრაქტორი. გუნდი აერთიანებს 50-მდე პროფესიონალს როგორც თბილისის, ისე ბათუმის ოფისებში“.

Loialté – ცვლილებები წარმატებისთვის!

 

[პარტნიორის კონტენტი]

SLICE IT – პლატფორმა, რომელიც გურმანებსა და მზარეულებს ერთმანეთთან დააკავშირებს

შესაძლოა, დედამიწის მსგავსი კონტინენტები ირმის ნახტომის სხვა პლანეტებსაც ჰქონდეს