in

ლოლუს წყლის დისპენსერი, რომელმაც კომპანიების ყოველდღიურობა გაამარტივა

Lolu.ge აგრძელებს საქართველოს ბაზრის უდიდესი ნაწილისთვის წყლის მოხმარების პრობლემის მოგვარებას თანამედროვე წყლის დისპენსერის მეშვეობით.

2022 წლიდან დღემდე ლოლუ აქტიურად ნერგავს ნებისმიერი ტიპის კომპანიაში თანამედროვე წყლის დისპენსერების ტექნოლოგიას. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ლოლუს პარტნიორ კომპანიებს აღარ სჭირდებათ წყლის ბოცები, მათი დასაწყობება, წყლის დისპენსერზე მოთავსება და მხოლოდ ამის შემდეგ წყლის მირთმევა. ლოლუსთან ერთად კომპანიები უბრალოდ, პირდაპირ და მარტივად მიირთმევენ ჯანსაღ, გაფილტრულ წყალს ყოველდღიურად, ყოველგვარი ზემოხსენებული ეტაპების გავლის გარეშე, განუსაზღვრელი რაოდენობით.

ლოლუმ 2022 წლიდან დღემდე საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში 600-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის ფილიალებში ათასობით უბოცო წყლის დისპენსერი დაამონტაჟა, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის დაწესებულებებში. აღნიშნულ უბოცო წყლის დისპენსერებს ლოლუ სისტემატურ მეთვალყურეობას უწევს, უცვლის ფილტრებს და ზრუნავს მათ გამართულობაზე. კვლევების თანახმად ლოლუს დისპენსერიდან ყოველდღიურად 270 000-ზე მეტი ადამიანი მიირთმევს სუფთა და გაფილტრულ წყალს. ეს ხდება როგორც უმაღლესი კლასის ბექ ოფისებში, ასევე ბანკებში, სასტუმროებში, კლინიკებსა თუ სხვა ტიპის კომპანიებში, რომელთაც თანამშრომლების გარდა უამრავი მომხმარებელი სტუმრობს და უმარტივესად მიირთმევს ჯანსაღ გაფილტრულ წყალს.

გარდა ამისა, ლოლუს წყლის დისპენსერებმა ისეთ წერტილებში შეძლო წყლის მოხმარება გაემარტივებინა, როგორიც არის ხულო, ცაგერი, ამბროლაური, ყაზბეგი, მესტია და ა.შ სადაც მეტეოროლოგიური პირობების გამო ხშირად პრობლემას წარმოადგენს წყლის ბოცების მიწოდება.

Lolu.ge ტექნიკური გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ინტერიერში ნულოვანი ჩარევით ახდენენ წყლის მიყვანას საჭირო წერტილამდე 6 მილიმეტრიანი მილის დახმარებით, დიამეტრით თითქმის ინტერნეტის სადენის ანალოგია, რომელიც უწყვეტად ამარაგებს დისპენსერს. წყლის დისპენსერი კი მას ფილტრავს და მომხმარებელს აწვდის ცივ, ნეიტრალურ და ცხელ წყალს.

ლოლუს სერვისის მიღება ნებისმიერ კომპანიას საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია შეკვეთიდან 72 საათში, ამ დროის გასვლის შემდეგ წარსულს ბარდება წყლის ბოცის შეკვეთა, დასაწყობება, მოთავსება დისპენსერზე და სხვა რუტინული საკითხები.

თუ გსურთ თქვენი ყოველდღიურობა გააუმჯობესოთ, ეწვიეთ ვებ გვერდს www.Lolu.ge ან დარეკეთ ნომერზე 577 57 46 77 და უმოკლეს დროში ჩაგინიშნავენ ტექნიკოსების ვიზიტს.

[R]

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

„მეტროპოლ შინდისი“ – სახლი, რომელიც ბუნების სიახლოვეს ჩაიფიქრე