17
ივლ
2017

ავეჯი, რომელიც ცხოველთა მეფესაც კი კარგ ხასიათზე აყენებს – IKEA-ს ვიდეორგოლი

17 ივლ 2017

სადაც ლომია, იქ მისი კეთილგანწყობა და მეგობრული ხასიათი წარმოუდგენელია, თუმცა IKEA-ს სარეკლამო რგოლში ყველაფერი პირიქით ხდება. ბრენდმა თავისი ახალი მისაღები ოთახის ავეჯისთვის, სააგენტო Mother London-ის დახმარებით, უჩვეულო სარეკლამო კამპანია შექმნა. ვინ შეიძლებოდა შეერჩია კომპანიას დასასვენებელი ოთახის რეკლამირებისთვის, თუ არა ცხოველთა მეფე, რომელიც როგორც წესი დღის განმავლობაში 18 საათს წოლასა და ნებივრობას ანდომებს? აქვე, ბრენდმა ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე ცხოველს რბილი და მოსიყვარულე თვისებებიც შესძინა და ის ბავშვების გამრთობადაც კი აქცია – ლომი ხანგრძლივი დასვენების შემდეგ არა ნადირობის, არამედ პატარებთან თამაშის ხასიათზე დგება.

mBank

 

განხილვა