in

როგორია „ლომთაძის ოჯახის ღვინო“ და ტურისტული გამოცდილება ხვანჭკარაში – სტუმრად, სოფიო სამთელაძესთან

მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.

მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლაუვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

ღვინის მარშრუტი რაჭის მთებშიც გამოგზაურებთ. ამბროლაურთან ახლოს, სოფელ ხვანჭკარაში, გზის პირას განთავსებული აბრა გამცნობთ, რომლომთაძეების ოჯახის ღვინოსუახლოვდებით. მეღვინეობა რაიონული ცენტრიდან 12 კმით არის დაშორებული

აქ თქვენი მასპინძელი სოფიო სამთელაძეა, რომელიც მეუღლესთან ერთად აგრძელებს წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს. სოფელი ხვანჭკარა ამავე სახელწოდების ღვინით არის ცნობილი და ესლომთაძეების ოჯახის ღვინისსავიზიტო ბარათია. ოჯახს რამდენიმე სახეობის ყურძენი აქვს გაშენებულიწულუკიძის თეთრა, ალექსანდროული და მუჯურეთული. ალექსანდროული და მუჯურეთული ავთენტიკური ხვანჭკარის წარმოების აუცილებელი ნაწილია. სტუმრობისას შეგიძლიათ გასინჯოთ კლასიკური და ქვევრის ღვინო. სოფიოს ოჯახი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ამიტომ ადგილზე მისულებს მასპინძლები საღვინე ექსპერიმენტების შესახებ მოგიყვებიან

სოფიო პროფესიით მხატვარია. ქვით ნაშენ სივრცეს და კარმიდამოს თითოეულ დეტალს ხელოვანის ხელი ეტყობა. ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა ამ რაჭული ოჯახის თბილი და მეგობრული ატმოსფერო. სადილზე კუთხისთვის დამახასიათებელ კულინარიას გაიცნობთ. ლომთაძეების ღვინო განსაკუთრებით უხდება ნამდვილი რაჭული ლორისა და ლობიანის ტანდემს. აქ ღვინით ხატვასაც შეისწავლით.  მასტერკლასზე საჭირო ინვენტარი ადგილზე დაგხვდებათ და, წასვლისას, ღვინოსთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნილ კომპოზიციასაც გაიყოლებთ.

შეგიძლიათ დარჩენის სერვისითაც ისარგებლოთაქ 2 სასტუმრო ოთახია 6 ადამიანისთვის

ხვანჭკარაში სტუმრობის შემდეგ შეგიძლიათ გზა ლეჩხუმის მიმართულებით განაგრძოთ და მოინახულოთ საირმის სვეტები, ლაჯანურის ჰესი, სოფელ ლაილაშის გამორჩეული არქიტექტურა და ..

საქართველოს ევროკავშირში ფინანსური ინტეგრაციის ახალი ეტაპი

LinkedIn-მა ორი უფასო AI ხელსაწყო გამოუშვა