in

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

12-14 მარტს, საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება. სტენდზე წარმოდგენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ნაწარმოებების უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია დანელიასა და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერის, ნინო ნადიბაიძის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებსა და პარტნიორებთან. ეროვნულ სტენდზე გაიმართება მიღება, სადაც საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

Burberry-ის 3 შავი ელფერი

მოუსმინე, როგორ ჟღერს გულგრილობა! – კამპანია ცივი იარაღის წინააღმდეგ