ეს რა არის? ბოლო ფრაზა ხომ არ შეგვეცვალა? ის შუქი ხომ არ გამოგვერთო? სხვა ქურთუკი ხომ არ მოვსინჯოთ? ამ და სხვა ფრაზებს სცენის მიღმა ხშირად გაიგონებთ. კინოინდუსტრია მის გარშემო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებს აერთიანებს. London Screen Academy (LSA)-მა თავის სივრცეში „ჯეიმს ბონდის“, „ჰარი პოტერისა“ და სხვა წარმატებული ფილმების/სერიალების პროდიუსერები მიიწვია. ასევე, წამოიწყო კამპანია, რომელიც ნებისმიერი ეთნიკური კუთვნილების, კლასის თუ წარმომავლობის ადამიანს იწვევს შემოქმედებით ინდუსტრიაში, კარიერის ასაშენებლად. ვიდეორგოლზე სააგენტომ Stink Studios იმუშავა.