ლონდონში, ჯანდაცვის ეროვნული მომსახურების წამყვანი თანამშრომლებისთვის, დამატებითი სერვისი შეიქმნა. სამი თვის განმავლობაში, სპეციალისტები ელექტრო ველოსიპედებით ისარგებლებენ, რათა სამსახურამდე სოციალური დისტანციის დაცვით მივიდნენ. ამ დროისათვის, ხელმისაწვდომი 20 ელექტრო ველოსიპედი Gocycle GS-ია, რომელსაც სულ მალე, Raleigh-ის ბრენდი შემოუერთდება. Gocycle GS-ის ბრენდი აწარმოებს პრემიალურ ელექტრო ველოსიპედებს. როგორც ამბობენ, ის კომფორტულია გადასაადგილებლად და მარტივად იკეცება. ჯანდაცვის ეროვნული მომსახურების დაინტერესებულ თანამშრომლებს შეუძლიათ დარეგისტრიდნენ ამ ბმულზე, საიდანაც სპონსორები შესაბამისი ეკიპირების მიწოდებაზე იზრუნებენ.
გარდა იმისა, რომ ელექტრო ველოსიპედები ტრანსპორტის თანხებს დაზოგავს, მედიკოსებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს.
კორონავირუსის პერიოდში, ველომაღაზიები აუცილებელი ობიექტების სიაში შევიდა. ამდენად, მათ ნება მისცეს, ემუშავათ. ასე რომ, ეს ბიზნესი აქტიურად ვითარდება.
მედიკოსების ელექტრო ველოსიპედებით უზრუნველყოფაში სხვა ბრენდებიც აქტიურად ერთვებიან.