in ,

ლონდონის ეროვნული გალერეის ნამუშევრებს Roblox-ში იხილავთ

ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუში Roblox-ში განათავსა. უფასო „მეტავერსის“ გამოცდილება ეროვნული გალერეის კოლექციებისადმი ინტერესის გაფართოების მიზნით შეიქმნა. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი ვირტუალური კოლექციები შექმნან.

ასევე, შეიქმნა სხვა ეფექტური და პოპულრული Roblox სამყაროები, რომლებიც ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Nikeland და WimbleWorld. გამოცდილება ეფუძნება Picture Keeper და Perception Palette, უფასო გაძლიერებული რეალობის (AR) მობილურ თამაშებს, რომლებიც ბავშვებს გალერეის დათვალიერებისკენ მოუწოდებს.

ლოურენს ჩილესმა, ლონდონის ეროვნული გალერეის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელმა, აღნიშნა: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაფართოოთ გალერეის კოლექციის საზოგადოებისთვის გაცნობის ახალი და ინოვაციური გზები. ის ფაქტი, რომ პლატფორმის მეშვეობით ადამიანები ცნობილ ნამუშევრებს სახალისო და მიმზიდველი გზით იხილავენ. თანაც, პროექტი ბავშვების მონაწილეობით განვითარდა, რაც მართლაც განსაკუთრებულია“. 

საგულისხმოა, რომ ეს არის უახლესი მეტავერსზე დაფუძნებული გალერეებისა და ბიბლიოთეკების გამოცდილება, რომელიც ხელოვნებაზე წვდომის დემოკრატიზირებას ემსახურება. მაგალითად, Uncensored ბიბლიოთეკა არის Minecraft-ში შექმნილი თამაშშიდა ბიბლიოთეკა, რომელიც შექმნილია ცენზურირებული ტექსტების შეუზღუდავად წასაკითხად.

ამ მილირობოტს სხეულში ცურვა და საჭირო წამლების მიწოდება შეუძლია

ალდაგი ქართულ სტარტაპებთან თანამშრომლობას იწყებს