in

საქართველოში London Spot, ბრიტანული მარკეტსივრცე გამოჩნდა

მაშინ, როცა საქართველოში საზღვარგარეთიდან ამანათების გამოწერების ბუმია, სწორედ ამ დროს თბილისში იხსნება მაღაზია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს ბრიტანული და ევროპული ბრენდების ხარისხიან პროდუქციას, თანაც ამაზონზე დაბალ ფასად.

ლონდონ სფოთი (London Spot) – ეს არის სპეციალურად ბრიტანული ბაზრისთვის წარმოებული, როგორც ბრიტანული, ასევე ევროპული ბრენდების ფასდაკლებული პროდუქციის მაღაზია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბრიტანული მარკეტსივრცე საქართველოში.

ლონდონ სფოთმა, მიზნად დაისახა, შეექმნა სანდო ონლაინპლატფორმა, სადაც მომხმარებელი შეძლებდა შეეძინა უსაფრთხო, ეკომეგობრული და ევროპული სტანდარტებით წარმოებული პროდუქცია მისაღებ ფასად.

უფრო კონკრეტულად კი ლონდონ სფოთში დაგხვდებათ:

  • ეკომეგობრული და BPA თავისუფალი პლასტმასის ნაწარმი;
  • ენერგოეფექტური, PFAO თავისუფალი უჟანგავი მეტალის წვრილი ტექნიკა;
  • FDA სერტიფიცირებული უსაფრთხო სამზარეულოს აქსესუარები;
  • მოკლე ჩართვისგან ექსტრადაცვითი ფუნქციის მქონე ელექტროტექნიკა;
  • და სხვა გამორჩეულად მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების პარამეტრების მქონე საოჯახო პროდუქცია, რომლის გარეშეც პროდუქტი ვერ მოხვდება ბრიტანეთის მაღაზიის დახლზე.

ლონდონ სფოთში შეგხვდებათ ისეთი საუკუნოვანი და საკულტო ბრიტანული ბრენდები, როგორიც არის: Russell Hobbs; Haden, Swan, Breville, Salter, Tower ასევე ევროპული, იაპონური და ამერიკული – Ninja, Philips, Bosch, Brita, Dualit, Sony, Kenwood,Tefal, Le Crueset, Bialeti, De’longhi, Cecotec, Nutribulet, KitchenAids, AEG, X-Box

პროდუქციის შეძენა მარტივად არის შესაძლებელი ონლაინ ან ადგილზე, შოურუმში. საკურიერო მომსახურება ხორციელდება სრულიად საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ლონდონ სფოთში დანერგილია საქართველოს ბანკის გადახდის სისტემა „ნაწილ-ნაწილ“, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნივთის საფასური 4 თვეზე გადაანაწილოს, საწყისი ჯამური ფასის შენარჩუნებით

რაც ყველაზე საინტერესოა, ვებსაიტზე, სხვადასხვა პრაქტიკულ პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელი მოულოდნელად შეამჩნევს ისეთ უცნაურ ნივთებსაც, რომლის შესახებაც, შეიძლება არც კი ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მისი აღმოჩენა და შეძენა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ყოველდღიურ რუტინას.

[პარტნიორის კონტენტი]

ოთხი გზა იმედგაცრუებასთან გასამკლავებლად

მეორადი საბურავების გამოყენების საშიშროებაზე ACAG-ის სააგენტოებმა პრინტ ნამუშევრები შექმნეს