in

London Stock Photography, საქართველოში, ვებ-დეველოპერებს ეძებს

London Stock Photography, საქართველოში, გამოცდილ Full-Stack Web Developer-სა და Senior Backend PHP Developer-ს ეძებს. შერჩევის პროცესი რომ წარმატებით გაიაროთ, აუცილებელია, ფლობდეთ ინგლისურსა და პროგრამულ ენებს.

bog
bog-mob

„ჩვენ უძრავი ქონების სარეკლამო სექტორს ვემსახურებით, ვეხმარებით პრესტიჟული უძრავი ქონების სააგენტოებსა და წამყვან დეველოპერულ კომპანიებს მაღალი ხარისხის სარეკლამო მასალის რეალიზაციაში, იქნება ეს ფოტო, ვიდეო, ბროშურები თუ სხვა სახის მასალა. London Stock Photography იწყებს პროექტს. ჩვენი მიზანია,  შევცვალოთ ფოტოგრაფიის ბაზარი მთელს მსოფლიოში, სერვისების განვითარებით, რომელიც ასრულებს „ვირტუალური კომპანიის” როლს და აერთიანებს ფრილანსერ ფოტოგრაფებს მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად დავიწყეთ ტექნიკური რეკრუტირების პროცესი საქართველოში და ვაცხადებთ ვაკანსიებს ვებ დეველოპერის პოზიციებზე“, – ამბობს London Stock Photography-ის HR-ისა და რეკრუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა იმერლიშვილი. 

კომპანიაში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. განაცხადების შევსება უკვე შესაძლებელია სპეციალურ ბმულების საშუალებით: Full-Stack Web Developer და Senior Backend PHP Developer.

„ვაკანსიები, ვებ-დეველოპერების პოზიციებზე, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ (შევიძლიათ, იხილოთ Marketer.ge-ზე დასაქმების კატეგორიაში – Full-Stack Web Developer და Senior Backend PHP Developer). რაც შეეხება შერჩევის პროცესს, გვაქვს რეკრუტირების რამოდენიმე ეტაპი – რეზიუმეს ანალიზი, შემდეგ პირველი ვიდეოინტერვიუ უფროს ტექნიკურ რეკრუტერთან, ტექნიკური დავალების შესრულება (Hometask), შემდეგ კი ფინალური ინტერვიუ ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელთან. შესაძლოა, დამატებით ჩაინიშნოს გასაუბრება კომპანიის CEO-სთან“.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ London Stock Photography-ის  HR-ისა და რეკრუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თათა იმერლიშვილს  – [email protected].

[R]

დავით გოგიჩაიშვილი

“ადამიანების მენეჯმენტი” – დავით გოგიჩაიშვილის საავტორო კურსი

Sandro Besta – “მინდა, მსმენელი უჯრედულ დონეზე მოვხიბლო და ჩემი ემოციები გავუზიარო”