in

London Stock Photography ქართველი ვებ-დეველოპერების დასაქმებით დაინტერესდა

რა შესაძლებლობებს აძლევს ეს ქართველ IT სპეციალისტებს?

„ჩვენი მისიაა შევცვალოთ ფოტოგრაფიის ბაზარი მთელს მსოფლიოში იმ სერვისების განვითარებით, რომელიც ასრულებს „ვირტუალური კომპანიის” როლს და აერთიანებს ფრილანსერ ფოტოგრაფებს მსოფლიო მასშტაბით“.

ბრიტანული კომპანია London Stock Photography ქართული ტალანტებით დაინტერესდა და ადგილობრივ ბაზარზე ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს. კომპანია ლონდონში უძრავი ქონების სარეკლამო სექტორზე მუშაობს და ინდუსტრიაში მომუშავე სააგენტოებს, კორპორაციული ქონების დეველოპერებსა და სხვა ტიპის დამკვეთებს პროდუქტის რეალიზაციისთვისა და პოპულარიზაციისთვის საჭირო კონტენტით უზრუნველყოფს.

ოუენ თომპსონ დრეჯი

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო ფოტოგრაფებთან და პოსტ-წარმოების პროფესიონალებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მივაწოდოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც იტყვის: „ფუფუნება” და „ცხოვრების წესი” იმ ტექნიკური გარემოს შექმნით, რომელიც მხარს უჭერს შემოქმედებითობას.
ამ შემოქმედების უმეტესობა ტექნიკურია: დამხმარე ინფრასტურქტურის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს ჩვენი შემოქმედება იყოს კრეატიული. ჩვენი ახალი პროექტით სწორედ ამ პროგრესულ სისტემას და “ვირტუალურ კომპანიას” ვთავაზობთ მთელს მსოფლიოს,“ – გვიამბო კომპანიის დამფუძნებელმა ოუენ თომპსონ დრეჯმა.

M: ონლაინ სივრცეში მრავლადაა ფოტოკონტენტი. რით იყო მნიშვნელოვანი უძრავი ქონების ნიშა დაგეკავებინათ ამ სფეროში?

ოჯახებისთვის, რომლებიც ბინას ყიდიან, მარკეტინგის ხარისხი შეიძლება განსხვავებას ქმნიდეს სწრაფ, მომგებიან გაყიდვას, ვერ გაყიდვასა და ფინანსურ ზარალს შორის.

უძრავი ქონების სექტორისთვის რეკლამა სასიცოცხლო ძალაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ბაზრის სეგემენტშიც კი იშვიათია ხარისხიანი რეკლამის პოვნა.

London Stock-ის მოტივაციაა შეიტანოს ცვლილებები ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში, რომელსაც მაღალი ხარისხის ბაზარზე წვდომას სთავაზობს. ჩვენს კლიენტებს მკაფიო დიფერენციატორს ვთავაზობთ, რაც მათ ცხოვრებასა და ბიზნესში უმნიშვნელოვანესია. თავის მხრივ, London Stock-ს ბაზრის მოზიდვასა და სწრაფი ზრდის უპირატესობა აქვს.

M: როგორ გავიდა კომპანია საერთაშორისო ბაზარზე?

ჩვენს სარეკლამო საშუალებებზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მოგვიწია გვეპოვნა გამოსავალი, თუ როგორ მიგვეწოდებინა საუკეთესო სერვისი უმოკლეს დროში, რამაც ჩვენს კლიენტებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა შეუქმნა.

ალტერნატიული გადაწყვეტილების ძიება პრიორიტეტული გახდა დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც. შედეგად, ჩვენი რჩეული სერვისების შეთავაზებაზე ინდოეთის, ფილიპინებისა და ბრაზიილიის გუნდებთან ერთად ვმუშაობთ. ამან, თავის მხრივ, 24 საათიანი მუშაობის შესაძლებლობა გააჩინა, რაც მთელი მსოფლიოს ბაზრებზე გვაძლევს ოპერირების საშუალებას.

იონელა ვილსეანუ

M: როგორ მოიზიდავთ ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან?

იონელა ვილსეანუ, London Stock Photography-ის ბიზნესპროცესების ხელმძღვანელი: LSP-ის მიზანია ფოტოგრაფიის ბაზარი მთელ მსოფლიოში შეცვალოს ახალი სერვისის განვითარებით, რომელიც ვირტუალურ კომპანიად იფუნქციონირებს და ფრილანსერ ფოტოგრაფებს მსოფლიოს მასშტაბით გააერთიანებს. წინასწარ გვაქვს განსაზღვრული მასშტაბები და ჩვენი post production სერვისის გაუმჯობესება, რათა მსოფლიოში კონკურენტული ხარისხითა და ეფექტიანობით ვიყოთ გამორჩეული.

ფოტოგრაფები ჩვენ სერვისს მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ იდეები, გახდნენ უფრო მეტად შემოქმედებითები და გამოიმუშაონ უფრო მეტი შემოსავალი იმ სერვისის დახმარებით, რომელსაც LSP ავითარებს. 

M: რატომ აირჩიეთ საქართველო? რითაა ქართული ბაზარი თქვენთვის მიმზიდველი?

ოუენ თომპსონ დრეჯი: ჩვენ ვეძებთ სათანადო შესაძლებლობებს ჩვენი გუნდისთვის, ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლად. 

საქართველოში ძლიერი ტექნიკური ტალანტების ბაზაა და ინგლისურსაც კარგად ფლობენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო ჩვენს მთავარ ოპერაციულ ცენტრებს შორის მდებარეობს.

თათა იმერლიშვილი

M: რა მიმართულების განვითარებას გეგმავთ ადგილობრივ ბაზარზე?

თათა იმერლიშვილი, LSP-ის HR/რეკრუტინგის ხელმძღვანელი: London Stock Photography ეძებს გამოცდილ ვებ-დეველოპერებს, რომლებიც ჩვენი უნიკალური იდეის განხორციელებაში დაგვეხმარებიან. კომპლექსური ინოვაციური მრავალფეროვნებით გაჯერებულ ტექნოინდუსტრიაში უნდა შევძლოთ და შენარჩუნებული ის სიმარტივე, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ. პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვქმნით ჩვენ მომხმარებლებს დაეხმარებათ საკუთარი თავის ბაზარზე დამკვიდრებაში, ბიზნესის გაზრდასა და უმოკლეს დროში მეტი ფულის გამომუშავებაში.

აი, ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ვამახვილებთ ყურადღებას:

  • აქტივობების დაგეგმვა/დაჯავშნა, სპეციალური სისტემის საშუალებით
  • მომხმარებელთა გამოცდილების მართვა/მენეჯმენტი
  • ადამიანზე მორგებული ტექნოლოგია
  • შრომითი რესურების მენეჯმენტი დისტანციურ გარემოში
  • დოკუმენტების მოწესრიგება და მენეჯმენტი (კონტრაქტები და იურიდიული დოკუმენტები)
  • ბუღალტერია და ფინანსური აღრიცხვა 
  • მიწოდების ჯაჭვური მენეჯმენტი

M: როგორი კარიერული შესაძლებლობების შექმნას გეგმავთ საქართველოში?

ოუენ თომპსონ დრეჯი: LSPის შემოაქვს თავისი გამოცდილება ყოველდღიური სერვისის მიწოდებაში დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-დეველოპერების გუნდი საქართველოშიც შემოიტანს თავის ცოდნას და კრეატიულობას, რათა შევძლოთ შევასრულოთ ჩვენი დაპირება მსოფლიო მასშტაბით: შევცვალოთ ფოტოგრაფიის ბაზარი მთელ მსოფლიოში, სერვისების განვითარებით და შევკრიბოთ ფრილანსერ ფოტოგრაფები ყველა ქვეყნიდან.

ასე რომ, პროფესიონალებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს, ვთავაზობთ სწრაფად მზარდ, ცოდნაზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც არსებული წარმატებული ბიზნესის გამოცდილება და სიახლის შესანიშნავი აღქმა ერწყმის ერთმანეთს.

ჩვენ ვისწავლეთ, როგორ ვითანამშრომლოთ დისტანციურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, მაგრამ გვესმის გუნდების მნიშვნელობაც. ამიტომ, ვგეგმავთ გავხსნათ რეგისტრირებული შვილობელი კომპანია საქართველოში, როდესაც ჩვენი ადგილობრივი გუნდი მიაღწევს ზომიერ მასშტაბებს.

ჩვენი მთავარი ბუღალტერი ფარიდი საქართველოში გაიზარდა, ასევე, ჩვენი HR-რეკრუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა იმერლიშვილი საქართველოდან გახლავთ. ასე რომ, გვაქვს მყარი პროფესიონალური კავშირები ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

M: რა ძირითადი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, თქვენს გუნდში მოსახვედრად?

თათა იმერლიშვილი: ძირითადად, ვფოკუსირდებით ტექნიკურ როლებზე: Full Stack Developer, Senior Back-end PHP Developer და UI/UX სპეციალისტებზე. 

ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფართო სპექტრის ცოდნა, ძლიერი ტექნიკური უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია და გუნდში მუშაობის გამოცდილება. 

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ცვლილებების შენარჩუნების შესაძლებლობა, საერთაშორისო გარემოში, დისტანციურად მუშაობის დროს. 

უნარების თვალსაზრისით, ჩვენ ვეძებთ ვებ-დეველოპერებს, რომლებიც კარგად იცნობენ სწრაფი განვითარების მეთოდოლოგიას და სხვადასხვა პროგრამულ ენებს ფლობენ. 

ჩვენ ვზრდით გლობალურ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს გამოცდილ, შემოქმედ ადამიანებს მთელ მსოფლიოში და როგორც მზარდ კომპანიას, გვსურს ჩვენ გუნდს ჰქონდეს პროექტზე მფლობელობა და ამ ზრდით მიიღოს სარგებელი. 

საქართველოში, პოტენციურ თანამშრომლებს შემდეგ ბენეფიტებს ვთავაზობთ:

  • მაღალი ანაზღაურება (გამოცდილების შესაბამისად)
  • გრძელვადიანი კონტრაქტი
  • წილის მიმზიდველი სქემა (Share or stock options)
  • 100% დისტანციური მუშაობა
  • მოქნილი სამუშაო საათები

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია Marketer.ge-ს პლატფორმაზე განთავსდება, Jobs კატეგორიაში და 8 მარტიდან, მსურველებს უკვე შეეძლებათ აპლიკაციების გამოგზავნა და ჩემთან დაკავშირება.

 

 

[R]

ნახეთ: Film Asylum-ის ყველა ნამუშევარი მხოლოდ 103 წამში

„ბარბარესგან“ – ანუ როცა ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულო ჩიტმა სახლში მოგვიტანა