in

London Stock Photography, თავისი სტარტაპ კომპანიისთვის Photo Guru, დისტანციურად სამუშაოდ, 50-მდე ქართველ Real-Estate ფოტორედაქტორს ეძებს!

სულ რამდენიმე თვის წინ, ბრიტანული კომპანია London Stock Photography თავისი სტარტაპ კომპანიისთვის Photo Guru ქართველი ტალანტების დასაქმებით დაინტერესდა. ინიციატივა კომპანიის HR/რეკრუტინგის ხელმძღვანელს, თათა იმერლიშვილს უკავშირდება, რომელმაც კომპანია დაარწმუნა საერთაშორისო კომპანიაში სამუშაოდ ქართველები მიეწვია. პირველ ეტაპზე, კომპანიამ ქართველი ვებ-დეველოპერების შერჩევა დაიწყო და საკუთარ გუნდს შემატა კიდეც, ამჯერად კი, ფოტორედაქტორებს ეძებს. თუკი ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოების Photoshop-ით დამუშავება თქვენთვის კომფორტის ზონაა და ინგლისურსაც ფლობთ საკომუნიკაციო დონეზე (B2), London Stock Photography-ის საერთაშორისო გუნდის წევრობასაც შეიძლება გამოკრათ ხელი – რეგისტრაციისთვის, სტატიის ბოლოს აპლიკაციის შესავსებ ბმულს მიყევით.

კომპანიის შესახებ:
London Stock Photography ლონდონში უძრავი ქონების სარეკლამო სექტორზე მუშაობს და ინდუსტრიაში მომუშავე სააგენტოებს, კორპორაციული ქონების დეველოპერებსა და სხვა ტიპის დამკვეთებს პროდუქტის რეალიზაციისთვისა და პოპულარიზაციისთვის საჭირო კონტენტით უზრუნველყოფს.

თუკი London Stock Photography-ის ქართველ ფოტოედიტორებს შორის მოხვდებით, სამუშაოს შესრულება დისტანციურად შეგეძლებათ, განრიგი ჩვეულ 8-საათიან გრაფიკს მოიცავს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ოუენ თომპსონ დრეჯი, London Stock Photography-ის დამფუძნებელი: „საერთაშორისო ბაზარი, ფოტოების პოსტ-ფროდაქშენის კუთხით, ძალიან სწრაფად იზრდება სწორედ ამ სეგმენტს ემსახურება პროექტი Photo Guru. Photo Guru-ს ფოტორედაქტირების განყოფილება უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად ფართოვდება და თანამშრომლებს კარიერული განვითარების კარგ შესაძლებლობებს უქმნის. მოხარულები ვართ, რომ ტალანტების მოძიება საქართველოშიც აქტიურად დავიწყეთ და ვიმედოვნებთ, ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტების თანამშრომლობა წარმატებით შედგება. პირველ ეტაპზე, დამწყები პოზიციების ვაკანსიები იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით, ხელმძღვანელ პოზიციებზეც დავიმატებთ თანამშრომლებს, ამას გარდა, გვაინტერესებს გუნდის წევრები, რომელთა ფუნქციაშიც შევა შეფასება და ოპერაციული მენეჯმენტი იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვოპერირებთ (დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ფილიპინები, ინდოეთი). საქართველოში თანამშრომელთა განცალკევებული სტრუქტურა შეიქმნება.“

საქმიანობის სპეციფიკა London Stock Photography-ის HR/რეკრუტირების ხელმძღვანელმა, თათა იმერლიშვილმა გაგვაცნო:

„ეს ვაკანსია მათთვისაა, ვისაც სიამოვნებს და უყვარს ფოტოებთან მუშაობა, განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორის, როგორიცაა აპარტამენტები, სახლები, სასტუმროები… კანდიდატი უნდა ფლობდეს Lightroom-ისა photoshop-ის უნარებს და იცოდეს ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე (B2). ვეძებთ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და არა მხოლოდ მათ.

რაც შეეხება სამუშაო პირობებს, აპლიკანტებს ვთავაზობთ კონკრენტულ ანაზღაურებას, სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს. სამუშაო დღე 8 საათს მოიცავს, დასვენების დღეებია შაბათ-კვირა.

ვფიქრობ, კანდიდატებისთვის ესაა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა, კარიერული წინსვლისა და განვითარების რეალური გარემო. შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გადასამზადებელ ტრენინგ პროგრამას, გაუფორმდებათ 1-წლიანი კონტრაქტი, რომელიც ყოველი 1 წლის შემდგომ განახლდება. ბუნებრივია, ისარგებლებენ 24-დღიანი საშვებულებო დღეებით.“

London Stock Photography-ის ინიციატივას აფასებს გურამ მურადოვი, ფოტოგრაფი: „ზოგადად, პანდემიის პირობებში, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, ალბათ, უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ კანდიდატები ამ ვაკანსიით. მით უფრო, რომ საკმაოდ რთულია გახვიდე საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე და შენი ნამუშევარი სხვა ქვეყნების თუ კომპანიების წარმომადგენლებამდე მიიტანო. ძალიან კარგი ვარიანტია, თან CV-შიც იწერება, რომ ასეთ კომპანიასთან გითანამშრომლია.
ვფიქრობ, ეს საქმე საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვისაც ხელოვნება, ციფრული არტი, კომერციული პროექტები, ფოტოხელოვნება და გრაფიკული დიზაინი აინტერესებს და ამავდროულად, Photoshop-სა და Lightroom-ში შეუძლია მუშაობა. თანაც, დისტანციურად მუშაობა სხვა საინტერესო საქმეების შეთავსების საშუალებაც თუ ექნებათ, ვურჩევდი, სცადონ.“

ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნა ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ. ასევე, ვაკანსიის აღწერის ნახვა Marketer.ge-ზეც შეგიძლიათ.

 

[R]

ტოიოტა წარმოგვიდგენს სრულიად ახალ ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300-ს

Ronny’s Pizza ცხოვრებას ახლა იწყებს! – ნამდვილი ამერიკული პიცის რებრენდინგის ამბავი