in

ამოატრიალეთ ლონდონის მეტროსადგურები და თქვენ კოსმოსურ ხომალდს შექმნით! – მელი ბაღდავაძის ფოტოპროექტი

ლონდონის მეტროპოლიტენის სადგურები ფოტოებზე ან რეალობაში, შესაძლოა, გინახავთ, თუმცა თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ მის კოსმიურ შესაძლებლობებზე არასდროს გიფიქრიათ. „ამოაბრუნეთ ლონდონის მეტრო და თქვენ კოსმოსურ ხომალდს შექმნით“ – ამბობს „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, მელი ბაღდავაძე და ფოტოპროექტის შექმნის ინსპირაციაზეც ჰყვება: „ტელეფონი უკუღმა მეჭირა, ფოტო რომ თავისით შემობრუნდა. პირველად ვიფიქრე, რომ კოსმოსურ ხომალდს ვუყურებდი, მაგრამ მერე გავაანალიზე – ეს ჩემი ფოტო იყო. სადგურის. მეტროში. და ასე დავიწყე ლონდონის მეტროპოლიტენის სადგურების გადაღება. ყველგან კოსმოსურ ხომალდს ვხედავდი…“

BOG
BOG

მელი ბაღდავაძე: „ფოტოების Bored Panda-ზე დადება ნიკა გუჯეჯიანის საპატივსაცემოდ, მისი გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე, რადგან სულ მეუბნებოდა, რომ დამედო. ალბათ, ცოტა დავიგვიანე, მაგრამ ვიცი, გაგიხარდებოდა.. “Rest in peace, bro“

“ბიუროკრატია, როგორც ორგანიზაციის ავადმყოფობის დიაგნოზი და MySpace-ის მოკლე ისტორია” – რევაზ კოპალაძის #აზრები

„ასეთ უნივერსიტეტში რომ არ მესწავლა, „ამაზონში“ მუშაობის შანსი მიზერული იქნებოდა“