in

ლონდონის „ჩელსი“ ჩინელი ფანებისთვის სპეციალურ კონტენტს შექმნის

Sporti
Sporti

ლონდონის „ჩელსი“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელიც ჩინური სოციალური მედიის პლატფორმის სტრატეგიული პარტნიორი გახდა. Weibo ერთ-ერთი მზარდი აზიური სოციალური ქსელია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა ნახევარ მილიარდს აღწევს.

„ჩელსი“ ამ პლატფორმაზე ყველაზე მზარდი ევროპული საფეხბურთო კლუბია, 9 მილიონი. 

„არისტოკრატები“ აზიური ბაზრისთვის და აზიელი ფანებისთვის სპეციალური კონტენტის წარმოებას იწყებენ, რომელიც მორგებული იქნება გეოგრაფიულ და კულტურულ ზონებზე.

„ჩელსი“ პლატფორმაზე ფანების ჩართულობის ზრდას და მონეტიზაციის ჩართვას უახლოეს დღეებში აპირებს.

აღნიშნულ პლატფორმას „Sina Corporation“ ფლობს. მათი თქმით, ლონდონურ კლუბთან კოლაბორაცია სოციალური ქსელის ცნობადობას საოცრად გაზრდის და მას განვითარების ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

ლონდონურმა კლუბმა, ღია კონკურსის წესით, აზიურ ბაზარზე ვაკანსიები გამოაცხადა და დაახლოებით 50 ადამიანი აიყვანა. მათ შორის არიან სოციალური მედიის და კონტენტ მენეჯერები, გრაფიკოსები, დიზაინერები, ვიდეო და ვიზუალური პროდუქტის მენეჯერები.

გარდა ამისა ჩელსის ტელევიზიაში მატჩებამდე იქნება სპეციალურიPre Match Show, რომელიც სპეციალურად აზიელი გულშემატკივრებისთვის იქნება გათვლილი.

აქვე გთავაზობთ Weibo-ს 10 ყველაზე პოპულარულ მომხმარებელს, რომელთაც ყველაზე მეტი გამომწერი ყავთ :

  1. Xie Na(xiena): 125,742,516
  2. He Jiong(hejiong): 120,013,900
  3. Yang Mi(yangmiblog): 107,601,756
  4. Angelababy(realangelababy): 102,212,814
  5. Chen Kun(chenkun): 93,456,957
  6. Zhao Liying(zhaoliying): 86,690,864
  7. Vicky Zhao(zhaowei): 85,650,051
  8. Jackson Yee(yiyangqianxi): 84,620,416
  9. Yao Chen(yaochen): 83,811,714
  10. Deng Chao(dengchao): 80,972,525

Weibo-ს ყველაზე პოპულარული პოსტი.

TFBOYS – არის აზიური მუსიკალური ჯგუფი ( The Fighting Boys), მათი პოსტი გინესის რეკორდის მფლობელი გახდა, Weibo-ს სოციალურ ქსელში განთავსებულ მათ პოსტს 42,776,438 რეპოსტი ჰქონდა.


დააზღვიე ავტომობილი ნახევარ ფასად!

როგორ გამოვიყენოთ TikTok ჩვენი ბიზნესისთვის?