in

რომელი სჯობს – გრძელი ტექსტი თუ მოკლე?

ქოფირაითერებში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური კამათი ხდება იმაზე, თუ რომელია უკეთესი – გრძელი ქოფი თუ მოკლე. მოკლე ქოფის მომხრეები ამბობენ, რომ ადამიანებს არ უყვართ კითხვა, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, ამიტომ დიდი ქოფის დაწერის საფუძველი არ არსებობს. მათ მიაჩნიათ, რომ გრძელი გაყიდვების ტექსტები და ვებგვერდები უყურადღებოდ დარჩება მკითხველების მხრიდან. მათი თქმით, მოკლე ქოფის ნაცვლად, უმჯობესია გამოიყენოთ სურათები და გრაფიკა, მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად.

მეორე მხრივ, გრძელი ქოფის მიმდევრები თვლიან, რომ ქოფი არის ნებისმიერი გაყიდვების წარმატების საიდუმლო და მეტი ქოფი ნიშნავს მეტ გაყიდვას.

ორივე მოსაზრება განზოგადებულია, მაგრამ ისინი მოკლედ ასახავენ ქოფის გარშემო შექმნილ წინააღმდეგობას. მაინც, ვინ არის მართალი? გარკვეულწილად ორივე, რადგან ზოგ შემთხვევაში გრძელი ქოფი ბევრად უკეთესია, ზოგ შემთხვევაში კი, მოკლე ტექსტი სჯობს. ერთადერთი გზა, რომ ზუსტად გაიგოთ, რომელი სჯობს ქოფიდან მიღებული შედეგების შედარებაა, რათა ნახოთ რომელი კონვერტირება ხდება უფრო მაღალი სიჩქარით.

გრძელი და მოკლე მარკეტინგული ქოფის მრავალ სხვადასხვა კომპანიასთან და ბრენდთან დატესტვის შედეგად, მარკეტერებმა შენისნეს, რომ ეს საერთო ტენდენციაა – თუკი ბრენდი კარგად არის ცნობილი, მას არ სჭირდება იმდენი მარკეტინგული ქოფი, როგორც ახალბედა ბრენდს. მაგალითად, თქვენ უკვე იცით, რა არის iPad. თქვენ ან აპირებთ მის ყიდვას ან არა. ამრიგად, Apple-ს შეუძლია შექმნას მოკლე მარკეტინგული შეტყობინებები და მაინც გამოიმუშავოს მილიარდობით დოლარი.

საბედნიეროდ, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც შეგიძლიათ. ეს წესები გვაწვდის მითითებებს, თუ როდის შეიძლება სჯობდეს გრძელი ქოფი ან როდის – მოკლე.

დაწერეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და არა – მეტი

პირველი პრაქტიკული წესია, ყოველთვის დაწეროთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. გჭირდებათ რაიმე აზრის გათვალისწინება, რათა ადამიანებს თქვენი პროდუქტი აყიდინოთ? თუ კი, მაშინ აუცილებლად დაამატეთ ის თქვენს ქოფის. სხვა ინფორმაციით თქვენი ქოფი უფრო დამაჯერებელი გახდება? დაამატეთ.

ტექსტის ზოგიერთი ნაწილი ქოფის მოცულობას ზრდის და დიდად სასარგებლო არაა. ზოგი ნაწილი – ეფექტს აძლიერებს და გაყიდვების გაზრდაში გეხმარებათ. მთავარია, გაიგოთ, რომელი გჭირდებათ.

როდესაც თქვენ წერთ ქოფის, გახსოვდეთ, რომ დაწეროთ ის იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რათა დამაჯერებლად გადმოსცეთ აზრი და თან არც მკითხველს მოაბეზროთ თავი.

თქვენ ყოველთვის უნდა შეამოწმოთ პასუხის ხარისხი თქვენს ქოფიზე, როდესაც ეს შესაძლებელია. ზოგჯერ გაყიდვების წერილია ყველაზე ეფექტური, სხვა დროს – ღია ბარათი სჯობს. ხანდახან გრძელი ელ-ფოსტა მუშაობს, ზოგჯერ კი ლაკონური ბევრად უკეთესია. ძნელია იმის ცოდნა, თუ რამდენად მიაღწია თქვენმა ტექსტმა შედეგს. რაც არ უნდა მოხდეს, სჯობს იმხელა ქოფი, რამდენიც გაყიდვების გასაზრდელად გესაჭიროებათ.

გრძელი ქოფი პასუხობს მეტ კითხვას

გრძელი ქოფი საშუალებას გაძლევთ უპასუხოთ მეტ კითხვას, რაც მომხმარებელს აწუხებს. ყოველთვის, როცა მომხმარებელი თქვენს შემოთავაზებას განიხილავს, მის თავში სხვადასხვა წინააღმდეგობა ჩნდება და აჩერებს. პოტენციური წინააღმდეგობები შეიძლება იყოს ასეთი:

* კომპანია შეიძლება არ ჩანდეს სანდო, ამიტომ მომხმარებლები აყოვნებენ შესყიდვას.
* პროდუქტი შეიძლება ძალიან ძვირი ჩანდეს და მომხმარებელმა შეიძლება იგრძნოს, რომ მას გადახდის საშუალება არ აქვს.
* მომხმარებლებმა შეიძლება ვერე გაიგონ პროდუქტის საჭიროება და უკან დაიხიონ.

რაც არ უნდა იყოს, წინააღმდეგობების სია გრძელია. მომხმარებლები არ არიან მზად იყიდონ ამა თუ იმ მიზეზის გამო.

ქოფირაითერის ამოცანაა დაადგინოს ეს წინააღმდეგობები და დაეხმაროს მომხმარებლებს წინააღმდეგობის გადალახვაში. გრძელი ქოფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ის საშუალებას გაძლევთ უპასუხოთ მეტ წინააღმდეგობებს, რაც საბოლოოდ შეიძლება აისახოს გაყიდვების ზრდაში.

ზოგჯერ მოკლე ქოფია უკეთესი

როგორც სხვა შემთხვევებში, ქოფის მონეტასაც ორი მხარე აქვს და ზოგჯერ, მოკლე ქოფი უკეთესია. ზოგადად, გრძელი ასლი სჯობს ისეთი ტექნიკური პროდუქტებისთვის, რომლებსაც ბევრი ახსნა სჭირდებათ და უფრო მაღალი ღირებულების ნივთებისთვის. პირველ შემთხვევაში, საჭიროა უფრო გრძელი ქოფი, რათა მომხმარებლებმა გაიაზრონ პროდუქტი და გაიგონ, რატომ სჭირდებათ იგი. მეორე შემთხვევაში, უფრო გრძელი ქოფი საჭიროა მეტი მიზეზის დასადგენად, თუ რატომ უნდა გააკეთონ მომხმარებლებმა უფრო ძვირადღირებული შესყიდვა.

მაგალითად, განვიხილოთ ღია ბარათი. ბარათზე მხოლოდ მცირედი შეგიძლიათ დაწეროთ, რადგან სივრცე შეზღუდულია. მსგავს შემთხვევებში, ჩვენი ამოცანაა ქოფი ეფექტურ მოკლე ფორმაში გადმოვცეთ.

მთლიანობაში, არის ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ გრძელი ქოფი უკეთ მუშაობს ზოგიერთ გვერდებზე და ზოგჯერ – მოკლე ქოფი უკეთეს შედეგს გვაჩვენებს. ხანდახან ქოფირაითერებს ძალიან უყვარდებათ საკუთარი ნაწერი და სურთ აჩვენონ, რომ მოკლე ვერსია უკეთ მუშაობს. გრძელი ქოფის იგნორირება ნამდვილად არ ღირს. ამ ტიპის ტექსტი შეძლებს დაეხმაროს გვერდის პერფორმანსს. მთავარია, არის თუ არა საკმარისი ინფორმაცია მოწოდებული იმისათვის, რომ ადამიანს მოქმედებისაკენ უბიძგოს. მთლიანობაში, ადამიანები მაინც კითხულობენ იმას, რაც აინტერესებთ.

წყარო: quicksprout

კალათბურთის ზოგადი წესები – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

Geely Auto-ს მდგრადი განვითარების სტრატეგია