ლონგბორდინგის მოყვარულებმა ქვაფენილიან ქუჩებსაც უპოვეს გამოსავალი და შექმნეს ახლებური ტიპის დაფა, რომლითაც ტრამვაის რელსის დახმარებით შეუძლიათ სრიალი. თუმცა, შემდეგ მიხვდნენ, რომ ამგვარად სპორტის ახლებური სახეობა გამოიგონეს. ვიდეორგოლზე FCB Lisbon-მა Fuel TV-ს დაკვეთით იმუშავა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და Fuel TV-ს ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა. საერთო ჯამში, ტელევიზიის რეიტინგი 63.5%-ით გაზარდა, ხოლო ახალი სპორტი სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს.














