in

პომიდვრის წვენი სამეფო გვირგვინით — Longbottom & Co-ს რებრენდინგი

Longbottom & Co ბაზარზე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უკომპრომისო ერთგულებით ხარისხისადმი. პომიდვრის წვენის კატეგორიაში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისა და ახლად დაწურული პროდუქტის გამოყენებით დომინანტობასაც ინარჩუნებდა. თუმცა აქამდე მისი ვიზუალური იდენტობა სულ სხვა ამბავს ჰყვებოდა… ამიტომაც დასვეს კითხვა — როგორ შევქმნათ დიზაინი, რომელიც პროდუქტის არსსაც ასახავს და ბრენდის პრემიუმ პოზიციასაც შეესაბამება?

BOG
BOG

ამ კითხვაზე პასუხი Derek&Eric-თან ერთად იპოვეს. შედეგად, რებრენდინგი Longbottom & Co-ს ბრიტანულ მემკვიდრეობას მხიარულ პრემიუმ შეგრძნებას სძენს. რედიზაინის ცენტრში Queen Mary-ის თილისმა კი სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი, აქ პომიდვრით შთაგონებული ვარცხნილობით პროფესიონალიზმი იუმორს ერწყმის…

რაც შეეხება ფერთა პალიტრას, არჩევანი მარტივად შეაჩერეს და ახალი პომიდვრის ტონი არჩიეს, მკვეთრი წითელი, რომელიც შეფუთვას ცოცხალს, მადის აღმძვრელსა და პრემიუმს ხდის. მემკვიდრეობისა და იუმორის შესანიშნავი კომბინაცია კი Longbottom & Co-ს თავისივე კატეგორიაში გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება, ყურადღებასაც იპყრობს და, ამასთან, ხელმისაწვდომიც რჩება.

Longbottom & Co-ს რებრენდინგის შედეგები რომ შევაჯამოთ, აი, ასეთ ჩამონათვალს მივიღებთ:

  • გამორჩეული და დასამახსოვრებელი იდენტობა, რომელიც ბრენდს ბრიტანულ შარმსა და თანამედროვე ხედვას აძლევს.
  • ვიზუალები, რომლებიც პრემიუმ ხარისხზე მიგვანიშნებს, მაგრამ, ამასთან, მხიარული და ხელმისაწვდომი რჩება.
  • დიზაინის სისტემა, რომელიც თაროდან მარტივად იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. 
  • აღქმა, რომელიც Longbottom & Co-ს პომიდვრის წვენს სამეფო პროდუქტად აქცევს.

და თუ ამაში დარწმუნება თავად გსურთ, ქვემოთ მოცემული ფოტოები უნდა დაათვალიეროთ:

ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე სასტუმრო ტელეგრაფში

რა გამოწვევებს აწყდებიან დამწყები დირექტორები