in

„დილის 5 საათია, პარიზი იღვიძებს“ – Longchamp-ის ახალი კამპანია

პარიზი, მართლაც, უსაზღვრო შესაძლებლობების ქალაქია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ არასოდეს გტოვებს განცდა, რომ რაღაც რეალურსა და ფანტაზიას შორის ხარ, მით უმეტეს თუ „დილის 5 საათია და პარიზი იღვიძებს“. ზუსტად ასეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, როცა Longchamp-ის ახალ კამპანიას ნახავთ. მასზე სააგენტო FRED & FARID-მა იმუშავა.

BOG

ასე წარადგინა ბრენდმა 2021 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია. მაგრამ რთულია, ამას მხოლოდ რეკლამა უწოდო. ეს ფილმია, სავსე ფრანგული სიმსუბუქით, ღამისა და დილის პარიზით და იმ მისტიკით, რომელსაც ამ ქალაქში შეიძლება, შეხვდეთ. აქვე, იხილეთ ვიდეორგოლის მოკლე ვერსიაც.

ახლა კი თავად, „ლაქშერი“ ბრენდის Longchamp-ის 2021 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია ნახეთ, რომელსაც ეს ფილმი მიეძღვნა.

 

Credits: 

Category: Retail services

Client: Longchamp

Agency: FRED & FARID Los Angeles / FRED & FARID Paris

Production: CANADA

Country: United States of America

 

“მარტო, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, ერთად კი – გადავარჩინოთ!”

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Fuckup Nights ბრუნდება!