თანამედროვე სამყაროში თავის მოვლა უბრალოდ სურვილი აღარ არის, ეს არის მოცემულობა როგორც სასურველი გარეგნობის, ისე ენერგიისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის შესანარჩუნებლად. დღეს ადამიანები მეტად აცნობიერებენ, რომ ჯანმრთელობა იწყება ყოველდღიური არჩევანით, ამიტომ სულ უფრო ეცნობიან ახალ-ახალ გამაჯანსაღებელ პროგრამებსა თუ პროცედურებს, რომლებიც ჩვენს სხეულსა და გონებაზე დადებითად აისახება.
მარიამ წივწივაძე არის ზოგადი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, რომელიც მუშაობს კლინიკაში „ტოტალ შარმი” და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალ ხარისხზე ორიენტირებულ Longevity პროცედურებს. იგი არის ექიმი, რომელმაც პროფესიული გამოცდილება გაიღრმავა როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ისე სამეცნიერო მიმართულებით. მას დაწერილი აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში და ჩართულია პროფესიულ ასოციაციებში.
2016 წლიდან დღემდე მარიამი არის EMSA – European Medical Students’ Association-ის პრეზიდენტი და კოორდინატორი, ხოლო 2018 წლიდან უძღვება სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტრენინგებს პლასტიკურ ქირურგიაში, ესთეტიკურ და რეგენერაციულ მედიცინაში. მისი პროფესიონალიზმი, მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე სამედიცინო ხედვა უზრუნველყოფს, რომ „ტოტალ შარმში“ Longevity მომსახურება საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდეს.
Longevity ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული ხდება – მეცნიერება, რომელიც ჯანმრთელად ცხოვრებას ახანგრძლივებს. მისი მთავარი მიზანია პრევენცია და არა მკურნალობა. თუ რა ხელსაწყოებსა და მიდგომას იყენებს ის, ქვემოთ უფრო დეტალურად გაგაცნობთ.
Longevity – მეცნიერება, რომელიც სიცოცხლეს სძენს ხარისხს
ინგლისური სიტყვა “Longevity” ნიშნავს გრძელ სიცოცხლეს, მაგრამ თანამედროვე სამეცნიერო რეალობაში იგი ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობით გამოიყენება. Longevity არ ემსახურება მხოლოდ სიცოცხლის წლების (ინგლ. Lifespan) ზრდას, მისი მთავარი მიზანია ჯანმრთელად გატარებული წლები იყოს ჩვეულებრივზე მეტი. ეს არის პერიოდი, როცა ადამიანი აქტიურია, ენერგიულია, შრომისუნარიანი და ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალია.
Longevity-ის მეცნიერება ემყარება ასაკობრივი ცვლილებების ძირითადი ბიოლოგიური მექანიზმების სიღრმისეულ გააზრებას. ეს მიმართულება უკვე გარდაქმნის ჯანდაცვის სისტემას: დაავადებების მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელი იცვლება პროაქტიური, პერსონალიზებული და პრევენციული სისტემით.
Longevity იყენებს მრავალ ინოვაციურ ხელსაწყოს:
- თანამედროვე ბიოტექნოლოგიურ მეთოდებს, მაგალითად, უჯრედის რეგენერაციისა და ქსოვილის აღდგენის ინოვაციებს, როგორებიცაა ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული თერაპიები, პლაზმის გაღრმავებული ფაქტორებით (PRP) მკურნალობა და პეპტიდური თერაპიები;
- პრევენციულ დიაგნოსტიკას, რომელიც ადრეულ ეტაპზე ავლენს რისკებს;
- ცხოვრების სტილის ოპტიმიზაციას – კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა;
- რეგენერაციულ თერაპიებს, რომლებიც აუმჯობესებს ქსოვილების გაჯანსაღებას და ორგანიზმის ბუნებრივ აღდგენით შესაძლებლობებს.
5 მიზეზი, თუ რატომ არის longevity მნიშვნელოვანი
ის აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს
Longevity-ის მთავარი მიზანია, ადამიანი დიდხანს დარჩეს ჯანმრთელი, ენერგიული, გონებრივად ძლიერი და შრომისუნარიანი. დღესდღეობით სულ უფრო ახალგაზრდავდება ის ასაკი, როდესაც ადამიანებში ვლინდება დაღლილობა, სტრესი, კუნთების სისუსტე ან კონცენტრაციის დაქვეითება. longevity სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად შორს გადაიწიოს და ახალგაზრდული ენერგია დიდხანს შევინარჩუნოთ.
ქრონიკული დაავადებების შემცირება
დიაბეტი, გულის დაავადებები, ჰიპერტენზია ან ართროზი ასაკთან ერთად აუცილებელი პირობა არ არის. ეს არის პროცესები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია. Longevity-ს მიდგომა ეხმარება ადამიანს, დროულად აღმოაჩინოს რისკები და შეაჩეროს ისინი, რითაც იცავს როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ისე ამცირებს გლობალურ ჯანდაცვის სისტემებზე დატვირთვას. ეს არის გზა იმისა, რომ ასაკთან დაკავშირებული დაავადებები აღარ გახდეს ყოველდღიურობის ნაწილი.
ჯანმრთელობის პირადად მართვა
დღეს ადამიანი აღარ არის უბრალოდ პაციენტი, ის თავად მართავს ჯანმრთელობას. ამაში მას დროული დიაგნოსტიკა, რეგენერაციული მეთოდები და სწორად დაგეგმილი ცხოვრების სტილი ეხმარება. შესაბამისად, ჯანმრთელობა აღარ არის შემთხვევითობა, არამედ მართვადი პროცესია, რაშიც Longevity-ს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
ჰოლისტური მიდგომა
Longevity არ არის ერთი კონკრეტული პროცედურა — ეს არის სისტემური ხედვა. იგი აერთიანებს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას: სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის რეგულირებას, ჰორმონალურ ბალანსს, მენტალურ ჯანმრთელობასა და თანამედროვე რეგენერაციულ ტექნოლოგიებს.
ამ ჰოლისტური მიდგომის შედეგი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე — ადამიანი იღებს სრულყოფილ, მრავალმხრივ და მდგრად ჯანმრთელობას.
სილამაზისა და ჯანმრთელობის ჰარმონია
ბოლო წლებში ესთეტიკა და ჯანმრთელობა ერთმანეთთან უფრო დაახლოვდა. დღეს ბლოგერებისა თუ ექიმების სოციალური ქსელები გადავსებულია ტენდენციით: „გარეგნობა ხშირად ასახავს უჯრედულ და მეტაბოლურ ჯანმრთელობას”.
მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ტენდენცია, რეალობაა. როცა სხეული კარგად მუშაობს, კანი უფრო ნათელია, ენერგია — უფრო მაღალი, სახის კონტურები — უფრო ჯანმრთელი. Longevity ზრუნავს არა მხოლოდ შიდა ბალანსზე, არამედ გარეგნული ჰარმონიის შენარჩუნებაზეც.
[R]












