5
Mar
2019

დრონი, რომლის მართვაც გონებით შეგიძლიათ

5 Mar 2019

veon
veon


Longham Technology-ს დახმარებით, კომპანია EEGSmart-მა შექმნა ბიო-ელექტრული, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობა, რომელიც დრონის გონებით მართვის საშუალებას მოგცემთ. UDrone არის თავზე დასამაგრებელი აპარატი, რომელიც თქვენს გონებას „წაიკითხავს“ და თქვენი ფიქრის შესაბამისად, დრონის მოძრაობას განსაზღვრავს. კომპანიის განცხადებით, ისინი იყენებენ კოგნიტურ ტექნოლოგიას, რომელიც აკვირდება ტვინის აქტივობას, აქცევს მონაცემად და უგზავნის დრონს. თუ ეს ისე მუშაობს, როგორც კომპანია აცხადებს, თქვენ შეძლებთ დრონის მოძრაობის კონტროლს მხოლოდ კონცენტრირებისა და ფიქრის შედეგად.

გარდა ამისა, დრონს აქვს მოძრაობის სენსორები, რომელიც თქვენი თავის მოძრაობაზე რეაგირებენ. ამასთან, მას შეუძლია ფოტოს გადაღება თვალის ორჯერ დახამხამებისა და ორი თითის ჩვენების შემთხვევაში.

მოწყობილობა ჯერ კიდევ დახვეწის ეტაპზეა, თუმცა ცხადია, მის მომხმარებელს მისი გამოყენების სწავლა ვარჯიშის გზით მოუწევს. UDrone მალე Kickstarter-ზე გამოჩნდება და როგორც ამბობენ, ერთი კომპლექტი UDrone-ის ფასი 1169 დოლარიდან დაიწყება.

აქამდე, დრონის მართვისთვის, ძირითადად, სმარტფონებს ვიყენებდით. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა UDrone დრონის მართვის მომავალი?

 

განხილვა