in

მეცნიერებმა 58%-ით უფრო მყარი ალმასები აღმოაჩინეს!

ალმასები ყველგან გვხვდება, ეგზოპლანეტებში, მეტეორიტებსა თუ თქვენს სამკაულებში. თუმცა ზოგიერთი მათგანი იმაზე ბევრად უფრო ეგზოტიკურია, ვიდრე, მაგალითად, Swarovski-ს მაღაზიაში ხედავთ… ​​დიახ, ახლა მეცნიერთა მიღწევებზე უნდა ვისაუბროთ — მკვლევართა ჯგუფმა იდუმალი ფორმის ალმასის ყველაზე დიდი კრისტალები, სახელწოდებით Lonsdaleite, აღმოაჩინა. 

M2
M2

რატომ არის იგი განსაკუთრებული? უნიკალური ექვსკუთხა სტრუქტურით Lonsdaleite 58%-ით უფრო მყარია, ვიდრე დედამიწაზე არსებული ალმასები. ხოლო იმის გამო, რომ იგი ჩვენს პლანეტაზე არ წარმოიქმნება, მისი პოვნა მხოლოდ იშვიათ ურეილიტის მეტეორიტებში შეგვიძლია. ეს კი მასალის წარმოშობის დადგენას მეტად ართულებს, თუმცა მეცნიერებისთვის დაბრკოლებას მაინც არ წარმოადგენს. 

​​ჩვენი კვლევა კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ლონსდალეიტი“ ბუნებაშიც არსებობს, — ამბობს დუგალ მაქქოლაქი, RMIT-დან.

მკვლევრებმა ასევე გამოავლინეს, რომ ​​„ლონსდალეიტი“, შესაძლოა, მაშინ წარმოქმნილიყო, როცა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ გიგანტური ასტეროიდი ჯუჯა პლანეტას დაეჯახა. 

ძლიერი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ლონსდალეიტისა“ და ჩვეულებრივი ალმასისთვის ახლად აღმოჩენილი ფორმირების პროცესი არსებობს, რაც სუპერკრიტიკული ქიმიური ორთქლის დეპონირების პროცესს ჰგავს, რომელიც ამ კოსმოსურ სივრცეში, სავარაუდოდ, ჯუჯა პლანეტაზე შეჯახებიდან მალევე მოხდა, — განმარტავს მაქქოლაქი.

მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ იდუმალი ალმასები შეჯახების შემდეგ წარმოიქმნება და არა მის დროს, როგორც ამაზე ადრე ფიქრობდნენ… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი არაჩვეულებრივი, პლანეტების გამანადგურებელი ძალები, შესაძლოა, არც იყოს საჭირო Lonsdaleite-ის შესაქმნელად.

ხოლო კვლევის წამყვანი ავტორის ენდი ტომკინსის ვარაუდით, ეს აღმოჩენები ხელს შეუწყობს პროცესის გამეორებას ინდუსტრიულ მასშტაბზე, სადაც არაჩვეულებრივი მყარი ალმასები “ულტრა მძიმე მანქანების ნაწილების” შესაქმნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ. საინტერესოა ისიც, რომ Lonsdaleite ხელოვნურად უკვე შექმნეს, თუმცა ჯერ იმ მასშტაბით არა, რაზეც ტომკინსი საუბრობს.

როგორ ეხმარება Spotify ბრენდებს?

ეს მარტივი რჩევა უკეთესი რეზიუმეს შექმნაში დაგეხმარებათ