in

ყურადღება კურნავს

WCRS-მა ქალების მიმართ ყურადღების გამოხატვა არა ტკბილეულით და ყვავილებით, არამედ ინოვაციური ბილბორდით გადაწყვიტა.

სოციალური კამპანია “Look at me” ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას გამოასწოროს ის პრობლემები, რომლებიც ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია.

ციფრული ფოტოები, რომლებზეც ნაცემი ქალებია გამოსახული ლონდონის ცენტრში დაამონტაჟეს. როდესაც გამვლელები ბილბორდს ყურადღებას აქცევდნენ და მის წინ ჩერდებოდნენ ქალის სახეზე დალურჯება ქრებოდა, ნაიარევი ხორცდებოდა და ჩვეულებრივ ფორმას იღებდა.

გერმანელი დიზაინერი ალბერტ აინშტაინის შრიფტზე მუშაობს

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა! – ლუდი მთიელის ახალი რეკლამა [EXCLUSIVE]