in

იმისათვის, რომ დაინახო მომავალი, შეხედე Netflix-ს

ბიზნესის მართვის კატეგორიისთვის ემის ჯილდო რომ გაიცემოდეს, მას აუცილებლად მიიღებდა Netflix.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Netflix გამორჩეული კომპანიაა მრავალი თვალსაზრისით, რომელმაც სულ რაღაც 23 წელში მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას. ბირჟაზე მისი ღირებულება 165 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დისნეის ღირებულებას აღემატება.

რაც შეეხება კულტურულ გავლენას, Netflix- მა ცოტა ხნის წინ მიიღო Emmy-ის 112 ნომინაცია. ეს რეკორდული მაჩვენებელია ნებისმიერი სხვა მსგავსი ტიპის სერვისისთვის.

ასევე, კომპანიის რეპუტაცია იმდენად ძლიერია, რომ PowerPoint-ის მარტივი სლაიდშოუ, მისი კულტურისა და HR პოლიტიკის შესახებ, 18 მილიონზე მეტჯერ იქნა ნანახი.

ახლა კი გიამბობთ Netflix-ის განვითარების სამ ძირითად გაკვეთილს, რომელიც ყველა კომპანიას შეესაბამება.

დიდი მონაცემები ძლიერია, მაგრამ დიდი მონაცემები და დიდი იდეები ერთად ტრანსფორმაციულია.

Netflix არის ტექნოლოგია, რომლის ანალიზმა, ალგორითმებმა და ციფრულმა სტრიმინგის ინოვაციებმა შეცვალა მომხმარებლების ფილმების და სატელევიზიო შოუების ყურების წესი.

კომპანია თვალს ადევნებს 125 მილიონი გამომწერის მონაცემებს – რა მოსწონთ ან არ მოსწონთ მათ, რადგან დაარსების დღიდანვე Netflix ორიენტირებულია ისეთი პროდუქტის შექმნაზე, რომელიც ადამიანთა სურვილებს შეესაბამება. თავის მხრივ, ასეთი უკუკავშირი გავლენას ახდენს Netflix-ის ფილმებსა თუ სერიალებზე – იქმნება ის, რაც საზოგადოების უმეტესობას სურს.

ტექნოლოგიას ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის მყარი სტრატეგიის სამსახურშია.

”რეალური პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვცდილობთ, არის ასეთი: როგორ გარდავქმნით არჩევანს, რომ მომხმარებლებმა ნახონ სტაბილური ნაკადი იმისა, რაც უყვართ? ჩვენ ყველას ვაძლევთ პლატფორმას გემოვნებისა და ინტერესების გასაზრდელად.“რიდ ჰასტინგსი, Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი.

თუ გინდა, რომ ინდუსტრია შეარყიო, იყავი მზად საკუთარი თავის შესარყევად.

Netflix, შეიძლება ითქვას, მთელი ინდუსტრიის ლოგიკის შემცვლელს და “სილიკონის ველის” შემრყევის დეფინიციას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, Netflix-მა საკმაოდ მარტივი ინოვაციით დაიწყო – DVD-ების ფოსტით გაგზავნითა და გადასახადების გაუქმებით გაანადგურა ბლოკბასტერები. შემდეგ კი ფოსტა ციფრულმა ფილმებმა და სატელევიზიო შოუებმა ჩაანაცვლა.

კომპანიის მიდგომამ, თავისი სპეციფიური პროგრამირებით, ბევრი ნორმა შეცვალა. საპილოტე ეპიზოდებიდან გადავიდა binge-watching-ზე (მაყურებლის მიერ ბევრი სერიის მიყოლებით ყურება) და მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დაყო გემოვნების „კლასტერებად“.

Netflix-ის ყოველი სტრატეგიული „დრამატული“ ნაბიჯი  საზოგადოების მხრიდან მუდამ სკეპტიციზმის მიზეზი ხდება. თუცა, ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: მხოლოდ წარსული გამოცდილებითა და წარმატებით ხელმძღვანელობა აწესებს გარკვეულ საზღვრებს, რომელიც მეტი განვითარების საშუალებას არ იძლევა.

სტრატეგია კულტურაა, კულტურა კი – სტრატეგია.

Netflix-ის ზრდისა და განვითარების შესახებ არსებული ყოველი ანალიზი ხაზს უსვამს მის სტრატეგიულობასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. როდესაც საქმე ახალი კადრების აყვანას ეხება, რიდ ჰასტინგსი და მისი გუნდი ისეთივე სიზუსტითა და მოთხოვნით უდგებიან თითოეულ საკითხს, როგორც ახალი ციფრული კონტენტის შექმნისას. კომპანიას მომავალი თანამშრომლებისთვის მომზადებული აქვს სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული დავალებები, რათა იცოდნენ, რა უნდა ელოდნენ ერთი მეორისგან.

გასულ წელს, კომპანიამ განაახლა თავისი მანიფესტი Netflix Culture- ის შესახებ, რომელშიც მოცემულია მისი პრინციპების, პოლიტიკისა და პრაქტიკის დეტალური აღწერა ბიზნესში ადამიანის ფაქტორთან დაკავშირებით. Netflix-ისთვის აუცილებელია თქვა ის, რასაც ფიქრობ, თუნდაც ეს არაკომფორტული იყოს. რაც შეეხება ავტორიტეტს, მის მიმართ აუცილებლად უნდა შეინარჩუნო კრიტიკულობა და რთულ გადაწყვეტილებებს ყოველგვარი აგონიის გარეშე უნდა იღებდე.

დიდ კომპანიებს ესმით, რომ უნდა იმუშაონ ისევე გამორჩეულად, როგორი განსაკუთრებული შედეგის მიღებაც სურთ.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ერთი კონკრეტული კომპანიის მართვის მოდელი ყველა სხვა დანარაჩენს იდეალურად მოერგოს, რადგან არც ერთი მათგანი არ გადის ერთმანეთის იდენტურ გზას. და მაინც, Netflix არის ის კომპანია, რომლის მართვის კულტურაც ყველასთვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.

წყარო: HBR



ქართველი YouTube-ერების ოჯახმა ტანსაცმლის ბრენდი squad. შექმნა

CSR Awards 2020-ის ჯილდო  – „კრისტალი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს