in

Looking Good – იუმორისტული ვიდეორგოლი, რომელიც კანის დაავადებების პრევენციისკენ მოგვიწოდებს

ყოველ საათში ერთხელ, ერთი ადამიანის სიცოცხლე კიბოს ეწირება. მელანომა, კანის სიმსივნური დაავადებების ყველაზე ვერაგი სახეობაა და ის საკმაოდ გახშირდა. სამწუხაროდ, 50 წლის ზემოთ მამაკაცები ამ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან. AAD–მ (American Academy of Dermatology) ახალი ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც ორიენტირებულია შეახსენოს მოსახლეობას ყოველწლიური ვიზიტი დერმატოლოგთან, კანის დაავადებების პრევენციის მიზნით. AAD–მა თავის საიტზე ყოველწლიური ონლაინ შეხსენების სერვისიც კი შექმნა. ნებისმიერი მუქი ლაქა, ახალი ხალი და წარმონაქმნები კანზე შეიძლება კიბოს წინაპირობა იყოს, ამიტომ დროული აღმოჩენა სიცოცხლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა საკმაოდ მწვავეა, სააგენტო HY Connect–მა სახალისო რეკლამა შექმნა. მთელი სხეულის დათვალიერება აბაზანაში შეიძლება სახალისო პროცესიც აღმოჩნდეს კარგი მუსიკის ფონზე. იყავით ყურადღებით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ  ყველაფერი რიგზეა.

ერთდროულად, რთული პრობლემის სახალისოდ შეფუთვა, მოტივირება, ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერის ფაქტორის დანერგვა, სარეკლამო ხელოვნებაა, რომელიც სააგენტო HY Connect–მა საკმაოდ ოსტატურად შეასრულა.

როგორ არ დავეთანხმოთ ჩვენზე გავლენიან ადამიანს?

ლუდი და დედობრივი სიყვარული – იუმორისტული Print რეკლამა