6
Feb
2020

მზის ენერგიაზე მომუშავე დრონები სტრატოსფეროში – ინტერნეტის მიწოდების ახალი გზა

6 Feb 2020

veon
veon


კომპანია Loon, რომელსაც Alphabet ფლობს, ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა, ძნელადმისადგომ წერტილს ინტერნეტი სტრატოსფეროდან მიაწოდოს. ადრე ამ მიზნის მიღწევას კომპანია ერთგვარი ბუშტების დახმარებით ცდილობდა, ცოტა ხნის წინ კი მან დაასრულა პროექტი, რომელზეც HAPSMobile-თან ერთად მუშაობდა. პროექტის თანახმად, შეიქმნა მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი, ერთგვარი დრონი, რომელიც ინტერნეტით მომარაგების ფუნქციას შეასრულებს.

დრონი, სახლეად HAWK30 მზის ენერგიაზე მუშაობს და 100 კმ/სთ-ში სიჩქარით სტრატოსფეროში, დედამიწიდან, მაქსიმუმ, 20-მდე კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავს. ხოლო სპეციალური ანტენის დახმარებით LTE კავშირს უზრუნველყოფს მობილური, თუ სხვა ტიპის მოწყობილობებისთვის. Loon-ისა და HAPSMobile-ის განცხადებით, მსგავს ტექნოლოგიას შეუძლია ინტერნეტი 1 გიგაბაიტი წამში სიჩქარით, 700 კილომეტრის დიამეტრზე გაავრცელოს. მაგალითად, 40 ასეთ დრონს შეუძლია ინტერნეტით მთელი იაპონია მოამარაგოს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდიდან შევა პროექტი აქტიურ ფაზაში და როდიდან შეძლებს ტექნოლოგიით სარგებლობას ისეთი ადგილების მოსახლეობა, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის, ლანდშაფტისა თუ სხვა ფაქტორების გამო, ინტერნეტით ვერ სარგებლობენ.

განხილვა