წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, Looper Agency-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.
მიუხედავად იმისა, რომ კრეატიულ ბაზარზე 2021 წლიდან ვართ, 2023 წელი ჩვენთვის უდავოდ ყველაზე წარმატებული გამოდგა, მრავალფეროვანი პროექტებით, გამოწვევბით, ამოცანებით და საინტერესო გადაწყვეტილებებით დატვირთული. მოვახერხეთ და ერთ წელიწადში 2-ჯერ გავზარდეთ ჩვენი პარტნიორებისა და შესრულებული პროექტების რაოდენობა, გავიჩინეთ საერთაშორისო პარტნიორები 4 ქვეყანაში და ადგილობრივ ბაზარზე დიდ ბრენდებთან თანამშრომლობა დავიწყეთ. ამასთანავე პირველად მივიღეთ მონაწილეობა კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსში, სადაც ჩვენმა გუნდის წევრება ფილმის კატეგორიაში მე-4 ადგილი დაიკავეს, პრინტის კატეგორიაში კი მე-11 ადგილი.
ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც საქართველოს ბანკისთვის, ქვიქშიპერისთვისა და გრინვოშისთვის შესრულებული პროექტები იყო.
საქართველოს ბანკთან STEM სკოლის და STEM ოლიმპიადის ფარგლებში ვებგვერდსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე ვიმუშავეთ. ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმის გამოყენებით ათასობით მოსწავლემ შეძლო რეგისტრაციია სასურველ პროგრამაზე.
ქვიქშიპერისთვის კი ძალიან საინტერესო ვიდეო კამპანია შევქმენით, რომელიც სამიზნე აუდიტორიის პრობლემას ზუსტად ასახავს და იქვე სთავაზობს მარტივ გადაწყვეტას.
2023 წელი როგორც პატარა სააგენტომ ისე დავიწყეთ, ვისაც ბევრი დიდი კომპანია ბოლომდე არ ენდობოდა და დავასრულეთ, 2-ჯერ მეტი კომპანიითა და თანამშრომლით, მივხვდით, რომ შეგვიძლია დიდ გამოწვევებსაც გავუმკლავდეთ, ეფექტიანი და საინტერესო სტრატეგიები ჩამოვაყალიბოთ და თამამ იდეებსაც შევასხათ ფრთები.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისა, 2023 წლის განმავლობაში 35-ზე მეტ, უამრავი სხვადასხვა პროფილის ბრენდთან ვითანამშრომლეთ, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და რაც მთავარია, უამრავი სხვადასხვა სერვისით, რადგან 2023 წელს ჩვენს მთავარ მიზანს პორტფოლიოსა და სერვისების მაქსიმალურად დახვეწა წარმოადგენდა, რასაც გვგონია, რომ მივაღწიეთ.
2024 წელს აქტიურად ვგეგმავთ რამდენიმე ქვეყნის ბაზრის ათვისებას და ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენს პარტნიორ ბრენდებთან ერთად. ასევე ვაპირებთ რომ დავნერგოთ AI ხელსაწყოები, რომლებიც მუშაობის პროცესში კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღებაში დაგვეხმარება.
და ბოლოს, მოდი დავასრულოთ – მადლობით – პირველ რიგში, მადლობა გუნდის თითოეულ წევრს ენერგიისთვის, შრომისა და მოთმინებისთვის, შემდეგ, პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც გვენდნენ და იწამეს იმისი, რომ ჩვენთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეიძლებოდა და ბოლოს წინასწარ მადლობა ყველა იმ ადამიანსა და ბრენდს, რომელსაც მადლობას 2024 წლის შეჯამებისას გადავუხდით.