in

ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი “ლოპოტას თასი 2014 ” ოქტომბერში გაიმართება !

18 ოქტომბრიდან სასტუმრო – კომპლექსი „ლოპოტა რეზორტისა” და საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით, ასევე კომპანიების “სილქნეტი”-სა და “სარაჯიშვილი”-ს სპონსორობით „ლოპოტა რეზორტზე“ ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – „ლოპოტას თასი 2014“ გაიმართება. 

დეტალური ინფორმაციისთვის, მარკეტერი “ლოპოტა რეზორტი”-ს მარკეტინგისა და პიარის მენეჯერს – მარიამ ექსეულიძეს ესაუბრა.   mariam Ekseulidze

M: რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ტურნირის ჩატარება, რა არის მისი მიზანი ?

“ლოპოტა რეზორტი” ყოველთვის ცდილობს დამსვენებლების გახალისებას მათი სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართვით. მითუმეტეს, როდესაც ინფრასტუქტურა გაძლევს საშუალებას გამართო მსგვასი მასშტაბის ტურნირი, დანაშაულია ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სპორტის ამ სახეობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. დღეს სამწუხაროდ იშვიათად იმართება საინტერესო ტურნირები და დაინტერესებაც დროდადრო ქრება. ამიტომ, ჩვენი მხრიდან ტურნირის ასეთ გარემოში ჩატარება, როგორიც ლოპოტაა და სოლიდური საპრიზო ფონდის დაწესება, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

M: სად და როდის გაიმართება ტურნირი ?

“ლოპოტას თასი 2014” 18 ოქტომბერს გაიხსნება და 26-ში საზეიმოდ დაიხურება. ტურნირი ორი შაბათი-კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 M: ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება ?

ტურნირი წელს პირველად ტარდება და რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები იღებენ, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება.

რეგისტრაციის გასავლელეად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: http://lopota.ge/newsopen/194/geo

image description

 M: რაც შეეხება საპრიზო ფონდს …

საპრიზო ფონდი როგორც აღვნიშნე საკმაოდ სოლიდურია. თანხა 30, 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებულები გვეყოლება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და წყვილთა შორის. გარდა ფულადი პრიზისა, გამარჯვებულები ბევრ საინტერესო საჩუქარს მიიღებს, რომლებსაც ჩვენი სპონსორები აწესებენ.

 M: ტურნირი ერთჯერადი ხასიათისაა თუ ტრადიციულ სახეს მიიღებს ?

საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, რომ პროექტს ყოველწლიური სახე მიეცემა.  ჩვენ გვსურს ლოპოტაზე ახალ პრესტიჟულ ტრადიციას ჩაეყაროს საფუძველი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციას” გაწეული თანამშრომლობისთვის და ყველა სპონსორს თანადგომისთვის.

 ბოლოს კი, ყველა მონაწილეს მინდა ვუსურვო წარმატება!

ფოტო, ელექტროშოკის პარალელურად! უცნაური ფოტოპროექტი

ლიპტონმა ჩაის ნაყინი გამოუშვა, ბრენდის უცნაური განვითარება