in

„ლოპოტა დეტოქსი“ – ფიზიკური და გონებრივი განტვირთვის შესაძლებლობა

katia absandzeლოპოტა დეტოქსი“ მომსახურების პაკეტია, რომელსაც „ლოპოტა სპა რეზორტი“ გახდომისა და სხეულის გაჯანსაღების მსურველებს სთავაზობს. „ლოპოტა დეტოქსი“ საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ, გაერთოთ, განიტვირთოთ და ამ ყველაფერთან ერთად, წონაში დაკლებასა და ჯანმრთელობაზეც იზრუნოთ. რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს „ლოპოტა დეტოქსი“ და როგორ აისახება პროგრამის შედეგი ჯანმრთელობაზე?  სასტუმროს მარკეტინგისა და PR განყოფილების უფროსმა კატია აბსანძემ ამის შესახებ მარკეტერთან ისაუბრა.

M: რა არის „ლოპოტა დეტოქსის“ პროგრამა?

ლოპოტა დეტოქსი“ კომპლექსური თერაპიაა, რომელიც როგორც გასახდომ, ისე გამაჯანსაღებელ ფუნქციებს ატარებს. პროგრამის განმავლობაში, ორგანიზმი იწმინდება და ისვენებს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს „ლოპოტა სპა რეზორტის“ ჰარმონიული და მშვიდი გარემოც, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიტვირთოთ, აღიდგინოთ ენერგეტიკული ბალანსი და სულიერი წონასწორობა.

 

IMG_6592

 

M: რა პროცედურებს სთავაზობს პროგრამა მომხმარებელს და როგორ განიტვირთება ორგანიზმი ამის შემდეგ?

ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით შედგენილი კვებითი რეჟიმი, მრავალფეროვანი სპა-პროცედურები, სპორტული აქტივობები, იოგა და აკვააერობიკა, ველოსიპედი და წყლის ველოსიპედი, სამი ტიპის აუზი და რუსული აბანო, — ეს არასრული ჩამონათვალია ყველა იმ მომსახურებისა, რომელიც „ლოპოტა-დეტოქსშია“ გაერთიანებული.

ფიზიკური აქტივობების შერჩევა მომხმარებელს თავად, საკუთარი სურვილიდან გამომდინარე შეუძლია. შედეგად კი, იღებს დაკარგულ კილოგრამებსა და გაჯანსაღებულ სხეულს, რომელიც გაწმენდილი იქნება ყველანაირი შლაკის, ტოქსინისა და მავნე ნივთიერებისაგან. გარდა ამისა, აუმჯობესებს იმუნიტეტსა და მეტაბოლიზმს, მატებს შრომისუნარიანობას და აახალგაზრდავდებს სხეულს.  აღსანიშნავია, რომ თითოეული ადამიანისთის შედგენილია  სპეციალური კვებითი რეჟიმი, სპა-პროცედურები და ფიზიკური დატვირთვა.

 

_WPH0102

 

M: რამდენ ხანში დავინახავთ  “დეტოქს პროგრამის” შედეგს?

ეფექტი 3 დღის შემდეგაც აშკარაა. რაც მთავარია, შედეგი გრძელვადიანია და ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს ნარჩუნდება. ეს იმიტომ, რომ სრულად წესრიგდება ცირკულაცია და რეგულირდება როგორც არტერიული წნევა, ისე ორგანიზმში სითხის რაოდენობა.

იმისათვის, რომ ზაფხულს ახალი ენერგიით შეეგებოთ, ჩადგეთ იდეალურ ფორმაში, გაიჯანსაღოთ სხეული და ამავდროულად, განიტვირთოთ, დაისვენოთ და სრული ჰარმონია შეიგრძნოთ, „ლოპოტა სპა რეზორტის“ მომსახურება დაგეხმარებათ. პაკეტი (3, 5, 7, 10, 14 ან 20 დღიანი) საშუალებას გაძლევთ, გაიაროთ სპეციალური შემოწმება, რომლის მიხედვითაც დადგინდება ინდივიდუალური კვების რეჟიმი და სპა-პროცედურათა სია.

 

lopota-detocs1

_MG_9463 _WPH0762

lopota_preview

ასე იაფი?! არ არსებობს! – Carphone Warehouse-ის სახალისო რეკლამა

სერფერი და “ქლაბერი” ბებოები ყველაზე პატარა კონტინენტიდან – ავსტრალიური ეგზოტიკა