in

კახეთში ჩოგბურთის ტურნირი „ლოპოტას თასი – 2016“ დასრულდა

“ლოპოტას თასი 2016”-ის ფინალი გულშემატკივრების ემოციების ფონზე დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ: ქალთა შორის წარმატება ნარინე ეტარიანმა, მამაკაცებში გელა გელაშვილმა, ხოლო წყვილთა თანრიგში გელა გელაშვილმა და გიორგი გიორგაძემ მოიპოვეს.

ტურნირში I, II და III ადგილების მფლობელებს მედლები და სოლიდური ფულადი ჯილდო, ხოლო სხვა მონაწილეებს სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ტურნირის საპრიზო ფონდმა 25 000 ლარი შეადგინა.

ლოპოტას თასი

ჩოგბურთის ტურნირი 2 ოქტომბერს, “ლოპოტა სპა რეზორტზე” წვეულებით და ხალხური სიმღერის აკომპანიმენტით დაიხურა.

ღონისძიება “საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციისა” და სასტუმრო-კომპლექს “ლოპოტა სპა რეზორტის” ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდა და მასში მხოლოდ მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ. “ლოპოტას თასი 2016”-ის გენერალური სპონსორები კომპანია ”APC” და ”ARIC GROUP” არიან.

ქეთი ადეიშვილი – #პირველისამსახური

მანქანის საბარგულის გასაღებად სულაც არ არის საჭირო იყო გრაფი დრაკულა – Volkswagen