in

ლოპოტას თასი 2016

22  სექტემბრიდან   სასტუმრო – კომპლექსი  „ლოპოტა სპა რეზორტისა“ და საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით, „ლოპოტა სპა რეზორტზე“  ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – „ლოპოტას თასი 2016“ დაიწყო. ტურნირის ნახევარ ფინალი/ფინალი 2 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.

ტურნირი მესამე წელია, რაც ტარდება და მასში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება.

ტურნირის გენერალური სპონსორები კომპანია “ARIC GROUP” და APC არიან.
ტურნირში, რომელიც “ლოპოტა სპა რეზორტისა” და საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, უკვე დარეგისტრირდნენ 32 სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის მოყვარული ჩოგბურთელები.

Lopota Cupტურნირის მიზანია საქართველოში არსებული ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების ჩართვა აღნიშნულ აქტივობაში და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

ტურნირში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება. თითოეული კომპანიიდან მსურველთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილეობის მიღების მსურველთა ასაკი უნდა იყოს 30 წლიდან ზევით. წყვილების ჯამური ასაკი კი არ უნდა აღემატებოდეს 80 წელს.

ტურნირი ჩატარდება 2 კატეგორიაში, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის.

საწევროს ღირებულება თითო ადამიანზე  ერთეულთა შეჯიბრში  შეადგენს 150 ლარს, საწევროს ღირებულება თითო ადამიანზე  მხოლოდ წყვილში 150 ლარს, საწევროს ღირებულება თითო ადამიანზე  ერთეულთა შეჯიბრში და წყვილშიც  250 ლარს.

გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი ჯილდოთინ და სხვადასხვა პრიზებით. ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 25.000 ლარს.

[R]

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება

მთავარია, არჩევნებზე მიხვიდე! – შიშველი ქეითი პერის სახალისო წინასაარჩევნო კამპანია