in

ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა

კახეთის შუაგულში მდგებარე ლოპოტა სპა რეზორტსა და 40-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ ბრენდს — Valmont-ს შორის ექსკლუზიური კოლაბორაცია შედგა. ამ პარტნიორობამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ის სტანდარტი და გამოცდილება, რომელსაც ლოპოტას სტუმრები ტყის ფერდობზე განთავსებულ, ბუნებაში ჩაფლულ ტყის სპაში მიიღებენ.

Valmont-ი  მსოფლიოში აღიარებული უჯრედული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში მასშტაბით, მხოლოდ პრემიუმ კლასის სასტუმროებთან თანამშრომლობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ლოპოტას გუნდმა სრული გადამზადება გაიარა Valmont-ის საერთაშორისო ექსპერტებთან. შედეგად, ამიერიდან რეზორტზე სპა – პროცედურები მხოლოდ Valmont-ის უნიკალური მეთოდოლოგიითა და ექსკლუზიური პროდუქციით ჩატარდება.

Valmont-ის მოვლის საშუალებები, რომლებიც ლოპოტაზე იქნება ხელმისაწვდომი, შედგება შემდეგი ტიპის ინგრედიენტებისგან – სამმაგი DNM, RNM ლიპოსომები, ალპური წყლისა და ალპური ფიტოკომპლექსის ექსტრაქტები. აღნიშნული კომპონენტები კანთან იდეალურ ჰარმონიაში მოქმედებს და შექმნილია მისი ბუნებრივი სიცოცხლისუნარიანობის გასაღვიძებლად. Valmont-ის ექსკლუზიურ მოდელირების მეთოდებთან ერთად, ეს პროცედურები სცდება ტრადიციულ სახის მოვლის საშუალებებს და სტუმრებს სთავაზობს როგორც კანის, ასევე განწყობის ტრანსფორმაციულ გამოცდილებას.

განახლებულ სპაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია:

  • სახის კანის მოვლის პროცედურები;
  • სხეულის მოვლის პროცედურები;
  • მასაჟების კოლექცია;
  • ჰიდროთერაპია.

[R]

Apple-ის ახალი AI მოდელი 3D გამოსახულებას ერთი ფოტოდან ქმნის

Redbull-მა დრონებით ცაში ტეტრისი ითამაშა