in

ფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მქონე 11 წლის ბიჭი ცოდნას უკვდავების მისაღწევად გამოიყენებს

“არ მაინტერესებს, რომ ყველაზე პატარა ვარ”

რამხელაა ადამიანის შესაძლებლობები? აქვს მას რაიმე სახის ზღვარი? როგორც ჩანს, არა! 11 წლის ბელგიელმა ბიჭმა ახლახან ანტვერპენის უნივერსიტეტი ფიზიკის ბაკალავრის დიპლომით საუკეთესო შედეგებით დაამთავრა.

“არ მაინტერესებს, რომ ყველაზე პატარა ვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებაა” – ამბობს ლორან საიმონსი.

ეს საოცარი მიღწევა და შეიძლება ითქვას, პირველი ნაბიჯია იმ საბოლოო მიზნისთვის, რომელიც ლორანს აქვს… მისი თქმით, საკუთარი თავის კიბორგად გადაკეთებით მარადიულ ცხოვრებას მოიპოვებს. “ეს ჩემი ამოცანის პირველი ნაწილია – სხეულის ნაწილების მექანიკურით ჩანაცვლება. ჩემი მიზანი უკვდავებაა”.

საიმონსი გეგმავს, რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი ნაწილი ჩაანაცვლოს მექანიკურით. ალბათ, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დიდი თავსატეხია, მაგრამ პოტენციურად მომავალ კიბორგს თუ დავუჯერებთ, მან უკვე შეძლო საჭირო ბილიკის გაკვალვა. სურვილის სისრულეში მოყვანამდე კი ლორანი კვანტური ფიზიკის შესწავლას აპირებს.

“ამგვარი კვლევის დროს ორი რამ არის მნიშვნელოვანი – ცოდნის შეძენა და გამოყენება. მეორის მისაღწევად მსურს, მსოფლიოს საუკეთესო პროფესორებთან ვიმუშაო, “ჩავიხედო” მათ გონებაში და გავარკვიო, როგორ აზროვნებენ ისინი” – აღნიშნა საიმონსმა.

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის სახელწოდების უფლებები აზარტული თამაშების კომპანიამ შეიძინა

აქ, ახლა უკვე შეგიძლია, სკუტერი თიბისი ლიზინგით შეიძინო!