in

ვიდეოთამაში „ბეჭდების მბრძანებელი გოლუმი“ გამოდის

ვიდეოთამაში „ბეჭდების მბრძანებელი გოლუმი“ (Lord of the Rings’ Gollum) 2021 წელს გამოვა. პროექტზე გერმანული კომპანია Daedalic Entertainment მუშაობს.

BOG
BOG

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი გოლუმი სერიოზული არჩევანის წინაშე დგება. თუ როგორ მოიქცევა ის, გადაწყვეტილება მოთამაშემ უნდა მიიღოს.

„მთელი თამაშის მანძილზე, უწყვეტად გესაუბრებათ ორი ხმა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პერსონაჟს დაუჯეროთ, Smeagol-ს თუ Gollum-ს?“- ამბობს გამოცემა The Hollywood Reporter-თან საუბრისას თამაშის დეველოპერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. 

ვიდეოთამაში, 2021 წელს, პერსონალური კომპიუტერებისა და სხვა რელევანტური პლატფორმებისათვის გამოვა. 

გამოფენა, რომელზეც დამთვალიერებლები ნეგატივს “დაამსხვრევენ”

გზა ხელოსნობიდან ხელოვნებამდე, ანუ ამბავი მშენებლებზე