23
May
2019

L’Oréal-ისა და Vogue-ის სპეციალური გამოცემა 50 წელს გადაცილებულ ქალებზე

23 May 2019

ბრიტანული Vogue და L’Oreal Paris სპეციალურ გამოცემას “Non-Issue” 50 წელს გადაცილებულ ქალებს უძღვნიან. Adweek-ის ინფორმაციით, მათი მთავარი მიზანი ეიჯიზმის პრობლემაზე საუბარი და ამ ასაკის ქალების მხარდაჭერაა. 

 

გამოცემის ყდაზე 81 წლის ამერიკელი მსახიობი და L’Oréal-ის ელჩი ჯეინ ფონდაა. ამავე ნოემრში, მკითხველი, 73 წლის ინგლისელი მსახიობის ჰელენ მირენისა და 63 წლის ფრანგი მსახიობის იზაბელ აჯანის ინტერვიუებს გაეცნობა.

როგორც L’Oréal-ის წარმომადგენლები ამბობენ,  50 წელს გადაცილებული ქალები, მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში, უფრო მეტად დაფასებულები უნდა იყვნენ. სწორედ ამ მიზნით უშვებენ Vogue-ის სპეციალურ ნომერს. გარდა ამისა, სურთ, ყურადღება გაამახვილონ ეიჯიზმის პრობლემაზე ამ ინდუსტრიასა და ზოგადად, საზოგადეობაში.

ნომერი 2019 წლის 24 მაისიდან გაიყიდება და სპეციალური QR-კოდი ექნება, რომლითაც მომხმარებელს, კონტენტზე წვდომა, Facebook messenger-ით ექნება. 

ქალთა მხარდასაჭერად და მათი უფლებების დასაცავად, ეს L’Oréal-ის პირველი აქცია არ არის – ქალების დასაქმების საკითხზე, ბრენდმა, სააგენტო McCann -თან ერთად, სარეკლამო კამპანიაზე, რამდენიმე თვის წინ იმუშავა.

განხილვა