in

L’Oreal მეტი ქალის დასაქმებას ითხოვს

კოსმეტიკურმა ბრენდმა L’Oreal გენდერული კამპანია დაიწყო. „მეტი ქალი წამყვან თანამდებობებზე. ჩვენ ამას ვიმსახურებთ“ – ბრენდმა ამ გზავნილით ხელმძღვანელ მამაკაცებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ქალი დაასაქმონ კომპანიაში, წამყვან პოზიციებზე.

BOG
BOG

 

მარტი, ბევრ ქვეყანაში, ქალთა საერთაშორისო თვედ აღიარეს. ამ პერიოდში, ორგანიზაციებმა ქალი ხელმძღვანელების მიღწევებსა და ბიზნესის განვითარებაში მათ წვლილზე აქტიურად ისაუბრეს.

L’Oreal-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მათი დასაქმება და ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც შეიძლება მეტი ქალის დანიშვნა.

ამ კამპანიისთვის, L’Oreal-მა კრეატიულ სააგენტო McCann Düsseldorf-თან ერთად, პრინტების სერია შექმნა, რომელიც ბიზნეს-მაჩვენებლების რეალურ მონაცემებს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ McCann Düsseldorf-იდან, პროექტზე, მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ.

„შეიძლება, ქართველობა წაგვართვან, მაგრამ ფეისბუკის წართმევას უფრო ვერ შეეგუება ერი! ალბათ…“

მარკეტერების ჟიურის ვინაობა ცნობილია! – Young Lions Georgia 2019