in

L’Oréal-მა მაკიაჟის პრინტერი შექმნა

L’Oréal-მა გადაწყვიტა, პრინტერის ტექნოლოგია რაღაც ისეთისთვის გამოეყენებინა, რაც აქამდე არ გვინახავს. A4 ფურცლებზე დაპრინტვის ნაცვლად, ის ადამიანზე ინდივიდუალურად მორგებულ წარბებს წამებში შექმნის.

ხელის პრინტერის პროტოტიპი, სახელწოდებით L’Oréal Brow Magic, 2023 წლის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) წარადგინეს. მისი სერვისები მაღალი დონის სერვისების ესთეტიკაზეა ფოკუსირებული, როგორიცაა მიკრობლეიდინგი და პერმანენტული მაკიაჟის ტექნიკა. 

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, წარბის სასურველი ვერსია საკუთარ სახლშივე შექმნას — ამისათვის კი სპეციალური აპლიკაციაა საჭირო, სახელწოდებით Brow Magic. ეს უკანასკნელი აღჭურვილია L’Oréal Modiface-ის გაფართოებული რეალობის სახის სკანირების ტექნოლოგიით. ასევე, აქვე შესაძლებელია სასურველი მიკრობლეიდინგის, მიკროჩრდილის ან შემავსებელი ეფექტების არჩევა. შემდეგ კი ხელსაწყო სწორი პროპორციების რეკომენდაციას იძლევა, რათა ზუსტად ერგებოდეს კონკრეტული ადამიანის სახეს.

გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, ბრენდი დროებითი ტატუირების აპარატის მწარმოებელ Prinker-თან თანამშრომლობდა. მაკიაჟის რუტინის დასაწყებად, მომხმარებელმა ჯერ თავსებადი პრაიმერი უნდა წაისვას წარბებზე, შემდეგ კი პრინტერი დაიდოთ. საბოლოოდ, ზედა საფარი პრაიმერს ამაგრებს.

კომპანია ამბობს, რომ საოცნებო წარბების მიღებას, ჩვეულებრივ, სხვადასხვა პროდუქტი, დრო და უამრავი გამოცდილება სჭირდება. თუმცა პრინტერი პროცესს ამარტივებს და პროფესიულ შედეგს სახლშივე იძლევა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკატორი შექმნილია ზუსტი, პერსონალიზებული შედეგების მიწოდებისთვის, ის მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, მარტივად მოიშორონ „დაბეჭდილი მაკიაჟი“ და ხელახლა სცადონ ახალი ვერსია.

როგორც L’Oréal აცხადებს, პრინტერი მიმდინარე წელს ჩაეშვება გაყიდვაში.

2023 წლის ტენდენციები სოციალური მედიის მარკეტინგისთვის

TikTok ასაკობრივ შეზღუდვას აფართოებს