in

L’Oreal ახალ ბაზარს ითვისებს – ბრენდი Mugler-სა და Azzaro-ს ყიდულობს

L’Oreal ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Clarins Group-თან, კოსმეტიკურ კომპანიას Mugler-ისა და Azzaro-ს ყიდვა სურს. თუ მოლაპარაკება შედგება, ფრანგული ბრენდი ბაზარზე წილსა და სამიზნე აუდიტორიას გააფართოებს. ასევე, გაზრდის საქმიანობის სფეროს – მოდის ინდუსტრიაშიც ეცდება თავის დამკვიდრებას.

BOG
BOG

„მოხარულები ვიქნებით, Mugler და Azzaro ჩვენს ჯგუფში ვიხილოთ. კომპანიის ბრენდების პორტფელისთვის შესანიშნავი მონაპოვარი იქნება“, –  ამბობს L’Oreal Luxe-ის ხელმძღვანელმა სირილ შაპუნი.

კომპანიის წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ გარიგების ღირებულებაზე, თუმცა, აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

L’Oreal კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს ბრენდების – Lancome, Garnier, Vichy, Maybelline, Kiehl’s – ქვეშ აწარმოებს. კომპანიის აქციების ფასი, ამ კვირაში, 0,5%-ით გაძვირდა. 2019 წლის დასაწყისიდან, ბრენდის კაპიტალიზაცია 24,5 %-ით, 139,1 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

 

ქართულმა ფილმმა “ინგა” Eurimages-ის დაფინანსება მოიპოვა

როგორ გავამწვანოთ სახლის გარემო