in

L’Oreal-მა კანის ბუნებრივ ფერთან მიახლოებული ტონალური კრემების ახალი სერია შექმნა

Maybe she’s born with it. Maybe it’s Maybelline”, – მხოლოდ ამ სლოგანითაც შეგვიძლია მივხვდეთ,  რომ L’Oreal თავის სტანდარტს მაქსიმალურ ბუნებრივობაზე აგებს.

BOG

არაერთი ქალის ოთახში აღმოაჩენთ ისეთ კოსმეტიკას, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოიყენა და მეორედ აღარც გახსენებია. ტონალური კრემის ფერის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა და  უფრო რთულდება, როდესაც შედარებით მუქ ან ძალიან ღია ფერის კანთან გაქვს საქმე. ასეთ შემთხვევაში,  გიწევს ისეთი კრემის შერჩევა, რომელიც შენს ტონალობასთან ახლოსაა, მაგრამ შენი ბუნებრივი ფერი მაინც არ არის. ასეთ დროს გამოსავალი ან მიახლოებული ფერის არჩევაა, ან საერთოდ, მაკიაჟის გარეშე დარჩენა.

ტონალური კრემის პრობლემა თითქმის ყველა ქალისთვის ძალიან ნაცნობი და მგრძნობიარე საკითხია.

 

L’Oreal-მა  პრობლემის გადაჭრაში მეცნიერები ჩართო. გამოწვევის შესახებ პატარა დოკუმენტური ფილმიც (The Spectrum) შეიქმნა, რომელიც ქიმიკოს ბალანდა ატისის მუშაობის პროცესს აღწერს.“ტონალური კრემის ფერის პრობლემა იარსებებს მანამ, სანამ ადამიანს მაკიაჟი ესაჭიროება“,- ამბობს ატისი.

L’Oréal’s Women of Color lab-მა, ქალბატონების კანის ფერის კვლევა განახორციელა, რომელშიც 57 ქვეყანა მონაწილეობდა და შექმნა ძირითადი ფერების სპექტრი.

ატისს 20 000-მდე ტონალობის თავიდან შესწავლა მოუწია. შესაძლოა, ეს რიცხვი მეტისმეტად დიდი გეჩვენოთ, მაგრამ რეალურად, კანის ფერი იმდენია, რამდენიც ადამიანი.

“ყოველი ახალი ბავშვის დაბადება ახალი კანის ფერის გამოჩენას ნიშნავს”, – აღნიშნავს მეცნიერი.

ვიდეორგოლი სარეკლამო სააგენტო Rain-მა შექმნა.  The Spectrum სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მნახველების რაოდენობასთან ერთად, იზრდება დადებითი  კომენტარების რიცხვიც.

ეს არის ცხოვრება! ეს საქართველოა! – Summer in Georgia

3 ნაბიჯი შენი Startup-ისთვის ძლიერი გუნდის შექმნისკენ