თუ ოდესმე თმის შეღებვა სახლის პირობებში გიცდიათ, ალბათ იცით, რომ ეს რთული, ასევე, არეულობისგან და არასასურველი შედეგისგან დაუცველი პროცესია. იმის მიხვედრაც არ იქნებოდა რთული თუ რატომ იხდიან კარგი შედეგისთვის სალონები ასეთ დიდ თანხებს საღებავში. Კომპანია L’oreal-მა ამ ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა და დააპროექტა Colorsonic – მოწყობილობა, რომელიც ღებვის პროცესს თმის ვარცხნის მსგავსად გაამარტივებს, თავიდან მოგაშორებთ არეულობის რისკებს და უფრო ,,სალონურ’’ შედეგსაც მოგცემთ.
Colorsonic-ის შექმნის ინსპირაცია პანდემიით გამოწვეული ცვლილებები გახდა. როცა სალონებს აეკრძალათ ან მნიშვნელოვნად შეეზღუდათ ფუნქციონირება, მილიონობით ადამიანი კი სახლში გამოიკეტა თმის ღებვის წვრილმანი საშუალებების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. უამრავი ადამიანისთვის, რომელიც სახლს სალონს ამჯობინებდა თმის შეღებვა რთულ და არასასიამოვნო პროცესად იქცა. სწორედ ამის შესაცვლელად შექიმნა L’Oréal Colorsonic. მოწყობილობა დიდი სახელურითა და პატარა თავისგან შედგება, რომელზეც დისპენსერი და საქშენია განთავსებული. Colorsonic-ის სავარცხლის მსგავსი თავი გამოყენებისას წამში 300-ჯერ ზიგზაგურად ირხევა, რითაც საღებავს სწორად და თანაბრად ანაწილებს.
Colorsonic-ის შეძენისას აუცილებელია სპეციალური კარტრიჯების ყიდვაც, რომელიც მოწყობილობაში თავსდება და თმას ფერს ანიჭებს. მომხმარებელს Სასურველი ტონალობის შერჩევა 40 შემოთავაზებული ვარიანტიდან შეუძლია. კარტრიჯი ძირითადი ფერისა და დამხმარე ოქსიდენტური კრემისგან შედგება, რომელიც პიგმენტებს ეხმარება ღრმად შეაღწიონ თმის ბოჭკოებში და ხარისხიანად შეცვალონ მისი ფერი. თუ კარტრიჯი ღებვისას სრულად არ დაიხარჯება, შესაძლებელია მისი მოწყობილობიდან ამოღება, შენახვა და შემდეგში გამოყენება.
Colorsonic-ში ფერის მოთავსების შემდეგ ზიგზაგურად მოძრავი თავი თმის ძირებიდან თავამდე უნდა გატარდეს. ამ დროს მოწყობილობა ავტომატურად უზრუველყოფს საღებავის თანაბრად გადანაწილებას, რაც გამორიცხავს გაჟონვას და ხელს უწყობს ერთიანი ფერის მიღებას. პროცესის საბოლოოდ დასასრულებლად კი თმის ჩამობანა ღებვის დასრულებიდან 30 წუთში ხდება შესაძლებელი.
L’oreal-ის ჩანაფიქრი მართლაც იდეალურად ჟღერს, მაგრამ, ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ ჩანაფიქრია. ინოვაციური მოწყობილობის გამოშვება L’oreal-მა 2023 წლისთვის დაანონსა. ამ ეტაპზე Colorsonic-ის და მისი ფერადი კარტრიჯების სავარაუდო ფასი ცნობილი არაა. ამდენად, არ გვაქვს შესაძლებლობა დავიანგარიშოთ მომხმარებელს მისი გამოყენება უფრო იაფი უჯდება თუ სალონში მისვლა და საკუთარი თმის პროფესიონალისთვის მინდობა. თუმცა, L’oreal აცხადებს, რომ Colorsonic იყენებს ნაკლებ პლასტმასს ვიდრე სახლისთვის წარმოებული საღებავი საშუალებები და მოჰყვება მრავალჯერადი ხელთათმანები.შესაბამისად, სახლში თმის Colorsonic-ით შეღებვა უფრო ეკონომიური და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. ასევე, L’oreal-ის თქმით Colorsonic დაგვეხმარება თავი დავიცვათ პანდემიისგან, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს.