in

„ჰეი, Google, მაჩვენე ჩემი და ლორეტას ფოტოები!“ – ბაბუა სიყვარულის სამუდამო მახსოვრობისთვის

10 წლის წინ, სუპერ თასზე პარიზში ნაპოვნი სიყვარულის რეკლამით გამოჩენის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტი Google მორიგი სიყვარულის ისტორიით ბრუნდება.

თხრობის განსხვავებულ ფორმად, კვლავაც, საკუთარ ტექნოლოგიას იშველიებს.

90 წამიანი რეკლამა, სახელად „ლორეტა“ გუგლის დიზაინერის ბაბუის ამბითაა შთაგონებული. ამას კი, მარკეტინგის აღმასრულებელი ოფიცრის, ლორეინ თუჰილის ბლოგპოსტიდნ ვიგებთ.

რეკლამის მთავარი მთხრობელიც, რომლის სატელევიზიო დებიუტიც ამ რეკლამაში შედგა, სწორედ ბაბუაა. ის, „გუგლის“ ასისტენტის დახმარებით, შესაძლებლობას პოულობს, რომ საყვარელ მეუღლესთან ურთიერთობის დეტალები ნათლად აღიდგინოს და მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდოს. Google ამას დიდი მონდომებითა და სიფრთხილით ეკიდება.

რეკლამა მთლიანად კომპანიის შიგნით, სააგენტოს ან რეჟისორის დაქირავების გარეშე შესრულდა.

როგორც თუჰილი ამბობს, სუპერ თასის ორივე რეკლამა სიყვარულის ისტორიაა, Google-ის ლინზის გავლით დანახული.

თოლიები მიფრინავენ? ვახო ვახტანგიშვილი

ტესტი, რომელიც გიჩვენებთ, თუ რა ფერია თქვენი სახელი