in

Lost & Found – ყველაფერი, რასაც საკუთარი ბიზნესისთვის ეძებდით, ერთ სივრცეში

ქართული ბრენდინგისა და დიზაინის სცენაზე ახალი შემოქმედებითი სააგენტო ჩნდება – Lost & Found.
დავით კუპატაძის მიერ დაფუძნებული სააგენტო აერთიანებს ბრენდინგს, დიზაინს, ანიმაციას, 3D-ს, ფოტო/ვიდეო გადაღებას და სხვა მიმართულებებს, სტატიკურსა თუ მოძრავს – Lost & Found ყველაფერს რეალობად აქცევს.

 
Lost & Found მორიგი ახალი სააგენტო არაა – ეს არის განვითარება იმისა, რაც უკვე შევქმენით. ის Render Studio-ს შიგნით დაიბადა და იმავე ფუნდამენტზე დგას: ვიზუალური სიზუსტე, ესთეტიკა და ამბის თხრობა . ახლა კი ამ გამოცდილებას ვიყენებთ, რათა შევქმნათ ბრენდები, რომლებსაც აქვთ ნამდვილი იდენტობა და გავლენა“, – დავით კუპატაძე, Lost & Found-ის დამფუძნებელი.

Lost & Found გთავაზობთ კომპლექსურ შემოქმედებით გადაწყვეტილებებს, მათ შორის:

  • ბრენდინგსა და ვიზუალურ იდენტობას – სტრატეგიიდან ვიზუალურ ენამდე, რათა ბრენდს სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეს აუდიტორიასთან;
  • გრაფიკულ და ციფრულ დიზაინს – ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის ულევი შესაძლებლობებით;
  • მოძრავ გრაფიკასა და 3D-ს – დინამიკური ამბის თხრობა შთამბეჭდავი ანიმაციებითა და სამგანზომილებიანი ვიზუალებით;
  • ფოტოსა და ვიდეოს შექმნას – ვიზუალური ისტორიები, რომლებიც მაყურებელზე რეალურ შთაბეჭდილებას მოახდენს;
  • მარკეტინგულ / სოცმედია მომსახურებას – ბრენდების ციფრულ სამყაროში სწორად პოზიციონირება, მათი აუდიტორიის ზრდა და აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

Lost & Found არ მუშაობს ქარხნული მეთოდით – ყოველი პროექტი ნულიდან იწყება, სადაც კრეატივი, სტრატეგია და ტექნიკური შესრულება ერწყმის ერთმანეთს, რათა შედეგი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად ეფექტური, არამედ რეალურ სამყაროშიც წარმატებული.

Lost & Found-ში ყველაფერი იდეით იწყება. სანამ „როგორ”-ზე გადავალთ, ვეძებთ „რატომ”-ს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ბრენდინგი არა მხოლოდ ვიზუალურად იყოს შთამბეჭდავი, არამედ მისი საფუძველი რეალური ისტორია და მიზანი გახდეს“, – სერგი დევრისაშვილი, Lost & Found-ის არტ დირექტორი.

გამოცდილება, ვნება და საზღვრების გადალახვისკენ მუდმივი სწრაფვა Lost & Found-ს ახალი თაობის ბრენდინგისა და დიზაინის სააგენტოდ აქცევს. თუ ეძებდით გუნდს, რომელიც თქვენს იდეებს რეალობად აქცევს – Lost & Found სწორედ ის ადგილია, სადაც მას იპოვით.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის

რატომ გვაბედნიერებს სხვების დახმარება? — პასუხი სამეცნიერო ნაშრომებში ვიპოვეთ