ზაფხულის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ციებ-ცხელების აღსანიშნად, Heinz-მა შეგვახსენა, რამხელა სიამოვნებას იღებენ ადამიანები მისივე პროდუქტებიდან. ამიტომაც, რეკლამაში ჩოგბურთის მშიერ გულშემატკივარს გვაცნობს, რომელიც იმდენადაა ფოკუსირებული ჰოთდოგზე კეტჩუპის მოსხმით, რომ მნიშვნელოვანი მომენტები ყურადღების მიღმა რჩება. სახელიც შესაბამისია: Lost in Love.
„ფუნქციური შეტყობინებების ემოციურ სთორითელინგთან შერწყმით Lost in Love მომხმარებლებს უნივერსალურ ჭეშმარიტებაზე ესაუბრება, რომ გემრიელმა საჭმელმა სრულად შეიძლება შეგვიპყროს მომენტით. Heinz-ის საოცარ გემოზე დაყრდნობით კი, გვინდოდა რაღაც მსგავსი გვეთქვა ისე, რომ ყველასთვის მარტივად გასაგებიც ყოფილიყო“, — განმარტავს კარენ ოუვენი, Kraft Heinz-იდან.
ასეა თუ ისე, როცა საქმეში Heinz ერთვება, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა:
კამპანიაზე Wieden+Kennedy London-მა იმუშავა.













