in

ორქიდეა, რომელიც გადაშენებული ეგონათ, ხელახლა აღმოაჩინეს

ლიმონის სურნელის მქონე ორქიდეა, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ 1930-იან წლებში გაქრა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში აღმოაჩინეს. 

M2
M2

ხშირად არ გვხვდება ის, რაზეც ვფიქრობთ, რომ გადაშენებული იყო, ამიტომ ეს აღმოჩენა მართლაც მშვენიერია, — ამბობს ნუშკა რეიტერი მელბურნის სამეფო ბოტანიკურ ბაღიდან.

Prasophyllum morganii პირველად 1929 წელს დააფიქსირეს. მაშინ, როცა მესაქონლე ჰარი მორგანმა საკუთარ მინდვრებში შენიშნა და მოყვარულ ბოტანიკოსს უილიამ ჰენრი ნიკოლსს გაუგზავნა. ბოტანიკოსმა ორქიდეების ჩანახატები გააკეთა და მას მორგანი დაარქვა, ზოგიერთი ალკოჰოლში, ზოგიერთიც კი გამხმარი ყვავილის სახით შეინახა. ეს ნიმუშები 1929 და 1933 წლებში მოიპოვა და ისინი მელბურნისა და ადელაიდის ჰერბარიუმებში ინახებოდა.

ორქიდეის ექსპერტები ამ სახეობას აქტიურად იკვლევდნენ, თუმცა, რადგან უკვე ვეღარ პოულობდნენ, იგი გადაშენებულ მცენარედ ჩათვალეს. ხოლო მას შემდეგ, რაც 2020 წელს ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო ზაფხულის ხანძრების შედეგად განადგურდა და სპეციალურმა საბჭომ გადარჩენილი მცენარეებისა თუ ცხოველების აღრიცხვა დაიწყო, ორქიდეების 4 პოპულაცია აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავდა მორგანს.

ამ მსგავსების დასაზუსტებლად, რეიტერმა და მისმა კოლეგებმა ორქიდეები ჰერბარიუმში არსებულ ძველ ნიმუშებს შეადარეს, მათ თითქმის 1 საუკუნის წინ გამხმარ ყვავილებს დეჰიდრატაციაც გაუკეთეს, რათა მათი ზომა თუ ფორმა სწორად წარმოედგინათ. შედეგად კი, დაადგინეს, რომ ძველი და ახალი ნიმუშები ერთმანეთს ემთხვეოდა.

ეს შესანიშნავი სახეობაა, ის სხვადასხვა ფერში გვხვდება, იქნება ეს იასამნისფერი თუ ღია მწვანე, აქვს პატარა ყვავილები და ლიმონის სურნელი, — განმარტავს რეიტერი.

საინტერესოა ისიც, რომ ამ აღმოჩენამდე მორგანის ორქიდეა 2000 წელს სამხრეთ უელსში იპოვეს, თუმცა კონკრეტულ კვლევამდე იგი ცალკე სახეობად მიაჩნდათ. ამაში ბრალს ნიკოლსის ჩანახატებს სდებენ, როგორც ამბობენ, ორქიდეა 80 ყვავილით იყო დახატული, როცა რეალურ ნიმუშს 30 ყვავილით ნაკლები ჰქონდა.

ექსპერტებმა კი ახლა დანამდვილებით იციან, რომ მორგანის ორქიდეა გადაშენების პირასაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ბოტანიკოსები მცენარეების გაზრდასა და შემდგომში მათ მშობლიურ საცხოვრებლებში დაბრუნებას აპირებენ.

ამ სისტემით მზის ენერგიის შენახვას 18 წელი შეძლებთ

„ქალის და კაცის საქმე არ არსებობს” – „მამების სკოლის“ მონაწილე სტერეოტიპების მსხვრევას ცდილობს