მსუბუქი, მხიარული და იაფი – ასე აღწერს Lotus-ს ყველა. ის თითქმის იმდენივეს იწონის, რამდენსაც საბრძოლო ტრეკზე გათვლილი მანქანები და ასევე უფრო იაფია, ვიდრე ყველაზე მაღალი კლასის სპორტული მანქანები. ისინი არაა ორიენტირებულია სიჩქარეზე, არამედ უფრო მეტად მართვასა და მოქნილობაზე. ავტომოყვარულები ხშირად სინანულით აღნიშნავენ, რომ Lotus არ არის ისეთი დაფასებული, როგორც უნდა იყოს. Lotus Cars არის სპორტული და სარბოლო მანქანების ცნობილი ბრიტანული მწარმოებელი.
გადავხედოთ ბრენდის ისტორიას, რათა ვნახოთ, რა გზა აქვს მას გამოვლილი, როგორ დაიწყო და როგორ მოვიდა დღევანდელობამდე.
ადრეული წლები
პირველი Lotus მანქანა დაიბადა 1948 წელს, როდესაც უნივერსიტეტის ორმა კურსდამთავრებულმა, კოლინ ჩეპმენმა და კოლინ დარემ, ლონდონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს მანქანების გამოშვება. მათი პირველი ქარხანა დაფუძნებული იყო ძველ თავლაში, სარკინიგზო სასტუმროს უკან, ლონდონში. ის მალე გახდა კონკურენტუნარიანი და მისი მანქანები მონაწილეობდა ფორმულა 1-ის რბოლაში 1958 წლიდან 1994 წლამდე.
Lotus-ის თავდაპირველი დამფუძნებელი კოლინ ჩეპმენი თვლიდა, რომ სიმსუბუქე სპორტული მანქანების განვითარებისთვის მთავარი იყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მისი წარსულიდანაა საინტერესო, ის არის, რომ Lotus-ის პირველი მანქანები კერძო მრბოლელებზე იყო გათვლილი და ჩვეულებრივი, საგზაო მანქანების ყიდვა კომპლექტის სახით იყიდებოდა. კომპლექტების ეპოქა დასრულდა 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში, Lotus Elan Plus Two იყო პირველი Lotus საგზაო მანქანა, რომელიც არ იყო შემოთავაზებული ნაკრების სახით და იყიდებოდა, როგორც ცალკეული ვერსია.
წარმატებული ეპოქა
1966 წელს Lotus-მა თანამედროვე ქარხანა და პირველი სატესტო ტრასები ააშენა დიდ ბრიტანეთში. ეს საკმაოდ წარმატებული სვლა იყო უფრო დიდი მომავლისაკენ და უკეთესი მასობრივი წარმოებისკენ. მას ასევე ჰქონდა სათანადო ასაფრენილი ბილიკი.
Lotus-მა ამ პერიოდში გამოუშვა Lotus Elan, ორადგილიანი ავტომობილი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ სტანდარტულ ოთხადგილიანად გადაიქცა. იმ დროისთვის Lotus-ის გუნდს რამდენიმე ინოვაცია ჰქონდა დანერგილი, მათ შორის, მინაბოჭკოვანი ძარა, საყრდენი შასი და ორმაგი კამერის ძრავები, რომლებიც Coventry Climax-ის მიერ იყო მოწოდებული. მოგვიანებით ისინი შეიცვალა შიდა ძრავით, რომელიც შეიქმნა Ford-თან ერთად.
1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში კიდევ ერთი ორადგილიანი Lotus გამოუშვა – Lotus Europa. თავდაპირველად ის მხოლოდ ევროპული ქვეყნებისთვის შეიქმნა, რომელიც აერთიანებდა საყრდენ შასის და კორპუსის შუაში დამონტაჟებულ Renault ძრავას. მოგვიანებით ის Ford-ის ძრავით შეიცვალა.
Lotus-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძრავა, რომელიც მას ოდესმე გამოუშვია, იყო Lotus 900 სერიის ძრავები, ორიგინალური Lotus-Ford Twin Cam ძრავის მემკვიდრე. მათ Lotus-ის გარდა ბევრი ბრენდი იყენებდა, ძირითადად სარბოლო დანიშნულებით.
Formula 1
Lotus-ს ხანგრძლივი ისტორია აქვს ფორმულა 1-თან თანამშრომლობაშიც. 1958 წელს ის პირველად ჩაერთო რბოლაში. პირველი გამარჯვება მონაკოს გრან პრიზე 1960 წელს მოიპოვა. მანქანას სტერლინგ მოსი მართავდა.
მთავარი წარმატება და გამარჯვება გუნდს 1968 წელს ეწვია, როდესაც Lotus 25-ით ჯიმ კლარკმა F1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თუმცა წარმატებას მალე უბედური შემთხვევა მოჰყვა. 1968 წლის აპრილში კლარკს, რომელიც Lotus 48-ს მართავდა, უკანა საბურავი გაუფუჭდა და ავტოავარიაში მოყვა. Team Lotus-ის გუნდისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან ის იყო გუნდის მთავარი მძღოლი და დომინანტური მანქანაც, რომელსაც ის მართავდა, ავარიის დროს განადგურდა.
კომპანია დღეს
დღეს Lotus კვლავ აწარმოებს სპორტულ მანქანებს და ჯერ კიდევ დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ჰეთელში. ამჟამად Lotus აწარმოებს სამ მოდელს, Elise, Exige S, Evora და ერთ შეზღუდული გამოშვების ტრეკის სუპერმანქანას, Lotus T125 Exos, ერთი მილიონი ფუნტი ღირს. ყველა არის მსუბუქი, ძლიერი სპორტული მანქანები.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი