ბუნება ჩვენი საუკეთესო ინსპირაციაა თანამედროვე დიზაინის შესაქმნელად და მოცემული პროექტიც ამის კარგი მაგალითია. ლოტუსის ავტომობილის დიზაინი ჩონჩხის სტრუქტურითაა შთაგონებული, მანქანა მინიმალურადაა “შევსებული”, რათა ეს სტრუქტურა არ დაიკარგოს. ერთგვარად ეს ბრენდის მომავლად შეიძლება მივიჩნიოთ – შეიძლება სწორედ ასეთი იყოს ავტომობილების მომავალი დიზაინები.
ავტომობილის დიზაინის შექმნისას დიზაინერი Ondrej Hlavenka ორიენტირებული იყო მის მსუბუქ წონაზე. ეს დიზაინერი შთაგონებულია Ross Lovegrove-ის ფილოსოფიით, რომელიც მინიმალურ მასაზე აკეთებს ორიენტირს, რაც საკმაოდ რელევანტურია დღევანდელი და მომავალი მანქანებისთვის.
ამ მოდელის კონცეფციას Lotus Web-ს უწოდებენ, რადგან ის ობობის ქსელს წააგავს. ჭეშმარიტად ეს კონცეფცია წარმოადგენს იმის დასტურს, თუ როგორ შეიძლება შეერწყას ბუნება ტექნოლოგიას.